კარაქები მაღაზია "ყველის სახლი"-დან

2015 წლის 04 დეკემბერს, მომხმარებელმა სურსათის ცხელ ხაზზე დაგვირეკა და ყაზბეგის გამზირზე მდებარე მაღზია "ყველის სახლში' გასაყიდი კარაქების შემოწმება გვთხოვა. მომხარებელს აინტერესებდა  კარაქებ შეიცავდა თუ არა რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმს.

საჩივრის შემოწმების მიზნით, 2015 წლის 09 დეკემბერს მაღაზია "ყველის სახლში" შევიძინეთ ორი დასახელების კარაქი, რომლებიც დაინომრა: #1 - კარაქი "სამცხე", #2 - კარაქი "თელეთი", და ჩაბარდა ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები მიხედვით კარაქი "სამცხე" -ში ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის შემცველობა 97,8% , ხოლო კარაქი "თელეთი" -ში - 99,5%.