ნიკორას სოსისები: რძიანი და რძიანი სასკოლო

2015 წლის 23 ნოემბერს მომხმარებელმა საჩივარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 26 ნოემბერს მივედით ნუცუბიძის ქუცაზე მდებარე ნიკორას საფირმო მაღაზიაში. რადგან მაცივარში ვერ ვნახეთ მომხმარებლის მიერ მითითებული საბავშვო სოსისი, შევიძინეთ ორი დასახელების სოსისი : რძიანი და რძიანი სასკოლო.  ორივე პროდუქტი მოთავსდა სტერიურ პოლიეთილენის პარკებში და სპეციალური მაცივარ კონტეინერით ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, შემოწმებული პარამეტრებიდან არცერთ სოსისში (სოსისი სასკოლო რძიანი და სოსისი რძიანი) დარღვევა არ აღმოჩნდა.