ბრინჯის ფანტელი

2015 წლის 18 სექტემბერს მომხმხარებელმა საჩივარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერზე:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 25 სექტემბერს, ქ. ოზურგეთში მდებარე მარკეტ "მოდერნი"-ში შევიძინეთ "ბრინჯის ფანტელი, სემეინი პროდუქტი", წარმოების თარიღი 28.05.2015, ვარგისიანობის ვადა 28.02.2016. პროდუქტი თავისივე შეფუთვიანად ჩაბარდა ლაბორატორიას მასში მწერების არსებობის დასადგენად.

 

2015 წლის 21 ოქტომბერს, ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტში აღმოჩნდა მავნებლები.

გაიგზავნა წერილები მაღზიაში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში

ირინა ინარიძე   14:18:05 2015-10-23  უპასუხე   
ბიზნეს-ოპერატორი(შპს მოდერნი-2009) ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს სურსათის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. კერძოდ:დაცულია თუ არა ეტიკეტირების წესი,პროდუქტის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა. დაფასოებული ბრინჯის ფანტელი-სემეინი პროდუქტი ყველა ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.ვინაიდან შეფუთვა მუყაოს ყუთშია გარეგნული დათვალიერებით ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების დაფიქსირება შეუძლებელია. პასუხისმგებლობა პროდუქციის ხარისხზე ეკისრება მწარმოებელს. თქვენი წერილის მიღებისთანავე აღნიშნული მწარმოებლის ყველა პროდუქცია ამოღებულია რეალიზაციიდან,რის შესახებაც ვაცნობეთ მომწოდებელს
თამარ, CSRDG   18:34:49 2015-10-23  უპასუხე   
მადლობა ქ-ნ ირინა