"როშენის" ვაფლი კარფურიდან

2015 წლის 05 ოქტომბერს მომხარებელმა საჩივარი გამოგვიგზავნა ვებ-გვერდზე:

საჩივრის შემოწმების მიზნით, 2015 წლის 08 ოქტომბერს მივედით ვეკუას ქუჩაზე არსებულ მაღაზია "კარფურში", სადაც აღმოვაჩინეთ იგივე "როშენის" ფირმის იგივე დასახელების ვაფლი "Шоколадный Замок", ოღონდ განსხვავებული ფერის შეფუთვა. შევიძინეთ ოთხ სხვადასხვა თარიღში გამოშვებული ვაფლი: 11.10.14, 21.11.14, 03.12.14 და 12.12.14.

 პროდუქტს ეტიკეტზე მითითებული აქვს, რომ მისი შენახვის ვადა 8 თვეა, რის საფუძველზეც ოთხივე ვაფლს მოხმარების ვადა გასული აქვს. ასევე პროდუქტს არ ქონდა ქართულენოვანი ეტიკეტი.

მზადდება წერილები სურსათი ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში გასაგზავნად.