2015 წლის 28 აგვისტოს, მომხმარებელმა საჩივარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:
საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 04 სექტემბერს, ერთერთ მაღაზიაში შევიძინეთ შპს "მხნეობა"-ს მიერ წარმოებული პური "მხნეობა", რომელსაც ეტიკეტზე მითითებული აქვს "წონა 320 გრ. ±3%". პური ჩაბარდა ლაბორატორიაში წონის დასადგენად.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პურის მასა შეფუთვით 301,67 გრ, ხოლო შეფუთვის გარეშე 298,22გრ. აღმოჩნდა.
აქვე განვმარტავთ, რომ 320 გრამის 3% - 9,6 გრამია და აქედან გამომდინარე პურის მასა მინიმუმ 310,4 გრამი უნდა იყოს ეტიკეტის მიხედვით. ეს წონა კი პურს არც შეფუთულ და არც შეუფუთავ მდგომარეობაში არ აქვს.
გაიგზავნა წერილი მწარმოებელთან.