ბავშვთა კვება "ჰუმანა"

2015 წლის  19 ივნისს მომხარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული კომენტარი გამოგვიგზავნა:

2015 წლის 17 ივლისს, დიღმის მასივში მდებარე აფთიაში "ფარმადეპო" შევიძინეთ მომხარებლის მიერ საჩივარში მითითებული ბავშვთა საკვები "ჰუმანა", რომელიც თავისივე შეფუთვიანად ჩაბარდა ლაბორატორიას.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტში მძიმე მეტალების შემცველობა ნორმაზე ბევრად მცირეა და პროდუქტს გემო და სუნიც დამახასიათებელი აქვს.