ზუთხი კარფურიდან

2015 წლის 01 აპრილს  ფეისბუქის გვერდზე დაფარული კომენტარი დაგვიტოვეს:

საჩივრის გადამოწმების მიზნით 2015 წლის 01 აპრილს მივედით მაღაზია კარფურში და შევიძინეთ ყინულზე განთავსებული ზუთხის სტეიკი. პროდუქტი მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტს აღენიშნებოდა მძაღე სუნი.

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

2015 წლის 25 მაისს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლითაც გვატყობინებდნენ რომ მათ მიერ ჩატარებული ზუთხის სტეიკის შემოწმებას დარღვევა არ გამოუვლენია.