ზეთი "ქარვა"

2015 წლის 23 მარტს მომხმარებელმა დაგვირეკა სურსათის ცხელ ხაზზე და გვთხოვა ზეთი "ქარვას" შემოწმება. მისი განმარტებით ზეთმა მას აწყინა.

საჩივრის შემოწმების მიზნით 2015 წლის 24 მარტს მივედით მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში და შევიძინეთ ზეთი ქარვა. პროდუქტი ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ზეთში შემოწმებული ყველა პარამეტრი ნორმაში აღმოჩნდა.