კუპატის შემოწმება

2015 წლის 17 მარტს, მომხარებელმა დაგვირეკა სურსათის ცხელ ხაზზე და ასევე კომენტარი დაგვიტოვა ვებ-გვერდზე, რომელშიც ის ქ. ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ვაკის ხორცპოროდუქტების საფირმო მაღაზიაში კუპატის შემოწმებას გვთხოვდა. მისი განმარტებით კუპატი ძველი იყო.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 20 მარტს ჩავედით ქ. ბათუმში და გორგილაძის 23-ში მდებარე ვაკის საფირმო მაღაზიაში შევიძინეთ კუპატი "სტუდენტური". პროდუქტი მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ჩაბარდა ორ ლაბორატორიაში: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბათუმის საველე ლაბორატორიასა და აჭარის ა/ რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას "ლაბორატორიული კვლევის ცენტრი".

ლაბორატორიებიდან მიღებული პასუხების მიხედვით (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბათუმის საველე ლაბორატორია ; აჭარის ა/ რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია "ლაბორატორიული კვლევის ცენტრი".) კუპატში შემოწმებული მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაშია.