ხინკალი "ხევსურული"

2015 წლის 18 მარტს, მომხმარებელმა დაგვირეკა სურსათის ცხელ ხაზზე და გვთხოვა ჩიქოვანის 24 ნომრის მიმდებარე ტერტიტორიაზზე, არსებული ორსართულიან შენობაში გასაყიდი  ხინკლის და პელმენის შემოწმება, რომლებსაც ადგილზევე ამზადებენ.  მომხმარებლის განმარტებით მისი დაინტერესება ამ ნახევარფაბრიკატების შემოწმებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე ფირმის ხინკალსა და პელმენში აღმოჩენილი მავნე მიკროორგანიზმების აღმოჩენის ფაქტს ეხება.

2015 წლის 19 მარტს, მივედით ჩიქოვანის ქუჩა 24ბ-ში მდებარე შპს "ხევსურეთი 2014" საწარმოში და შევიძინეთ მათი წარმოებული გაყინული და დაფასოებული ხინკალი "ხევსურული". პროდუქტი თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ანალიზს დარღვევა არ გამოუვლენია.