რაგბის მატჩის ბილეთები

2015 წლის 15 მარტს მომხმარებელმა ფეისბუქზე მოგვმართა  და გვაცნობა, რომ  2015 წლის 14 მარტს, საქართველო-რუსეთის შორის გამართულ რაგბის მატჩზე დასასწრებად გაიყიდა 37-ე რიგის ბილეთები და რომ ეს რიგი სტადიონზე ფიზიკურად არ არსებობდა, ამიტომ მაყურებელს ფეხზე დგომა მოუწია. 

ასეთ დაზარელებულ მომხმარებლებს ვურჩევთ: თუ შენახული გაქვთ 37-ე რიგის ბილეთი,  არ დაიზროთ, ამ წერილობითი საჩივრით მიმართეთ სტადიონის ადმინისტრაციას და მოითხოვეთ ბილეთის ღირებულების სრული ან ნაწილობრივი კომპენსაცია. კომპენსაციის თანხა დიდი არ არის, მაგრამ რამოდენიმე მაყურებელი თუ მაინც მოიქცევა ასე, მომავალში სტადიონი ამგვარ შეცდომას აღარ დაუშვებს.