უნგრული სალიამი

2015 წლის 13 მარტს მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული კომენტარი დაგვიტოვა:

2015 წლის 16 მარტს, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძე) მდებარე მაღაზიაში შპს "ლუდიLUDI", შევიძინეთ ძეხვი "უნგრული სალიამი მინი კომეტა", რომელსაც არ ჰქონდა ქართულენოვანი ეტიკეტი, ხოლო უცხოენოვან ეტიკეტზე მითითებული იყო: "Expiry date 15 01 2015", რაც ქართულად ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღს ნიშნავს, ანუ პროდუქტს ვარგისიანობის ვადა 2015 წლის 15 იანვარს გაუვიდა.

გაიგზავნა შეტყობინება დარღვევის შესახებ მაღაზიაში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

-------------

სურსათის ეროვნული სააგენტოდან 2015 წლის 25 მარტს მოვიდა წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ მათ მიერ შპს "ლუდიLUDI"-ის შემოწმებისას მაღაზიაში "ლუდის მარკეტი" აღმოცნდა სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ძეხვეული, მათ შორის "უნგრული სალიამი". ვადაგასული სურსათი ამოიღეს რეალიზაციიდან და განადგურდა, ხოლო მაღზია დააჯარიმეს 200 ლარით.