იმპორტული თხილები და ჩირი

2014 წლის 16 დეკემბერს, მომხარებელმა ვებ-გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა, სადაც გვითითებდა, რომ ევროკავშირის სწრაფი შეტყობინების სისტემის პორტალზე უხვადაა ინფორმაცია აფლატოქსინების აღმოჩენის თაობაზე თურქულ თხილში,  ფსტაში (ე.წ. "ფისტაშკა') და ლეღვის ჩირში, აგრეთვე ჩინურ და ეგვიპტურ არაქისში. მომხმარებელი საქართველოში იმპორტირებული ამ პროდუქტების უვნებლობის შემოწმებას გვთხოვდა:

2014 წლის 24 დეკემბერს მაღაზია "სმარტში" შევიძინეთ თურქული წარმოების ფსტა. ხოლო მაღაზია კარფურში შევიძინეთ "ბაიარას" დასახელების თურქული ლეღვის ჩირი და გარჩეული თხილი, აგრეთვე თურქული წარმოების მოხალული თხილის გული  "თადიმი" და სხვადასხვა წარმოების ჩინური მიწის თხილი: "ამიგო", "გემო", "ჯერი" და "სოლედო". შეძენილ პროდუქტებს მივანიჭეთ შემდეგი პირობითი ნომრები :

#1 - თურქული წარმოების ფსტა "მეინა" , 13/10/14-13/10/15, 160 გრ.

#2 - დუბაის წარმოების თხილი "ბაიარა", 04/14-04/15, 200გრ;

#3 - თურქული წარმოების მოხალული თხილის გულები "თადიმი", 06/09/14-06/09/15, 200გრ;

#4 - დუბაის წარმოები თურქული ლეღვის ჩირი "ბაიარა", 05/14-05/15, 200გრ;

#5 - ჩინური წარმოების  მარილიანი მიწის თხილი "გემო", 21/07/14-20/01/16, 150გრ (მეტალის ქილაში);

#6 - ჩინური წარმოების მარილიანი მოხალული არაქისი "სოლედო", 09/10/14-08/10/16, 175გრ (მეტალის ქილაში);

#7 - ჩინური წარმოების მიწის თხილი "ამიგო", 10/08/14 - 09/08/16, 227გრ (მეტალის ქილაში);

#8 - ჩინური წარმოების მიწის თხილი "ჯერი", 03/09/14-13/09/16, 700გრ.

პროდუქტები ჩაბარდა ორ ლაბორატორიას აფლატოქსინების შემცველობის შესამოწმებლად: შპს "მულტიტესტი და  ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია.

                                                                                     

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით ( #1, #2, #3, #4, #5, #6, #7#8) პროდუქტებში აფლატოქსინის შემცველობა საქართველოში მოქმედი ნორმების ფარგლებშია[CIT=ლეღვის ჩირში აფლატოქსინის შემცველობა საქართველოში ამჟამად არ რეგულირდება. ევროკავშირში ამ პროდუქტისთვის აფლატოქსინის დაშვებული კონცენტრაციაა 6 მკგ/კგ (იხ. 1881/2006 რეგულაციის დანართი, სექცია 2.1.18) ](*)[/CIT]. თუმცა, ვინაიდან მიწის თხილისათვის ნორმა ევროკავშირში უფრო მკაცრია[CIT=საქართველოში დღეს მოქმედი ნორმაა 5 მკგ/კგ (იხ. სანწდან 2.3.2.000-00-ის VI ნაწილის 6.9. სექცია) , ევროკავშირში კი - 2 მკგ/კგ (იხ 1881/2006 რეგულაციის დანართი, სექცია 2.1.5.) ](*)[/CIT], დაგეგმილია მიწის თხილის დამატებითი შემოწმება ევროკავშირის რომელიმე ლაბორატორიაში.