გაყინული ხინკალი და ბლინი

2014 წლის 11 ოქტომბერს, მომხარებელმა დაფარული კომენტარი გამოგვიგზავნა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა ქსნის ქუჩაზე მდებარე ხორცის საწარმოში დამზადებული გაყინული  ხინკლის და ბლინის შემოწმება. მომხარებლის განმარტებით, საჩივრის მიზეზი, ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებული, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს "მადა"-ს შემოწმების შესახებ ინფორმაცია გახდა.

2014 წლის 22 ოქტომბერს მივედით მომხმარებლის მიერ მითითებულ საწარმოში: ქსნის ქ. 12,  ი.მ "ლია რიონიძე" და შევიძინეთ გაყინული, დაფასოებული ხინკალი და ბლინები. ორივე პროდუქტი მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და მაცივარ-კონტეინერით მივიტანეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის. 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით არც გაყინულ ხინკალში და არც გაყინულ ბლინებში არ აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმებით დაბინძურება.

ნია   16:41:40 2015-03-18  უპასუხე   
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, არ მიირთვას შპს „რაჭას“, შპს „გიოს“, შპს „პროგრესი ალვანისა“ და შპს „პინოს“ მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და პილმენი, რადგან მათში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერია მონოციტოგენეზია", რომელიც ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქნისო მ
მაინტერესებს თქვენც ხომ არ შეგიმოწმებიათ ეს პროდუქცია და თუ კი ხომ არ ემთხვევა შემოწმების შედეგები ერთმანეტს?
გმადლობთ წინასწარ
თამარ, CSRDG   10:46:24 2015-03-19  უპასუხე   
არა ნია ჩვენ არ შეგვიმოწმებია, ჩვენი შემოწმებული პროდუქტის შესახებ ინფორმაცია ახალ ამბებში დევს.