ვაჭრობის აკრძალული მეთოდები

2005 წელს ევროკავშირმა მიიღო დირექტივა, რომლითაც სამომხმარებლო საქონლით[CIT=აქ შედის მომსახურებაც, მათ შორის ფინანსური, დაზღვევა და სხვა](*)[/CIT] ვაჭრობის[CIT=აქ იგულისხმება მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი ურთიერთობების სრული ჯაჭვი: რეკლამა, შეთავაზება, გაყიდვა და გაყიდვისშემდგომი ურთიერთობა](*)[/CIT] უსამართლო და მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ხერხების გამოყენება აკრძალა.

კერძოდ, აიკრძალა მაგალითად შემდეგი "ხრიკების" გამოყენება:

გარდა დირექტივაში კონკრეტულად ჩამოთვლილისა, იკრძალება აგრეთვე მოვაჭრის ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება პროფესიული კეთილსინდისიერების მოთხოვნებს და რომლის შედეგად მომხმარებელი[CIT=იგულისხმება ე.წ. ''საშუალო მომხმარებელი'', რომელიც არის საკმარისად გონიერი, დაკვირვებული და ფრთხილი. თუკი საქონელი რაიმე კონკრეტულ ჯგუფზეა გათვლილი (მაგალითად გარკვეული ასაკის ბავშვებზე ან მოხუცებზე), მაშინ იგულისხმება საშუალო მომხმარებელი ამ ჯგუფიდან.](*)[/CIT] იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მის ეკონომიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება[CIT=იგულისხმება ისეთი სავაჭრო პრაქტიკა, რომელიც საშუალო მომხმარებლის ეკონომიკური ქცევის (გადაწყვეტილებების) არსებით ცვლილებას იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს.](*)[/CIT].

მეტი ინფორმაციისთვის იხ. ევროკომისიის საგანგებო პორტალი უსამართლო სავაჭრო პრაქტიკასთან დაკავშირებით.