წნორის ქარხნის იმერული ყველი

2014 წლის 26 ივლისს, მომხარებელმა ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2014 წლის 30 ივლისს მივედით ლეონიძს ქუჩაზე მდებარე წნორის ქარხნის მაღაზიაში (შპს "ნიკუშა პირველი"). მაღაზიაში გასაყიდი ქარხნის ყველი არ იდო საყინულეში, ჩვეულებრივ მაცივარში ქონდათ შენახული, ამიტომ შესამოწმებლად შევიძინეთ ერთი თავი იმერული ყველი, რომელიც თავად გამყიდველს ვთხოვეთ ოთხად გაეჭრა და ცალ-ცალკე პოლიეთილენის პარკებში მოეთავსებინა. ამის შემდეგ შეძენილი ყველი, თავის შეფუთვიანად, მოთავსდა სინჯებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკებში და სპეციალურ მაცივარ-კონტეინერში, რომლითაც გადატანილი იქნა ლაბორატორიაში და ჩაბარდა ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ყველის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები ნორმაშია, შემოწმებული მიკრობიოლოგიური პარამეტრებიდან პროდუქტში კოლიფორმები აღმოჩნდა.

გაიგზავნა წერილი  სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

2014 წლის 21 ოქტომბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ საპასუხო წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩვენი წერილის საფუძველზე სააგენტომ შეამოწმა ლეონიძის ქუჩაზე მდებარე წნორის ქარხნის რძის პროდუქტების მაღაზიიდან აღებული რამდენიმე რძის პროდუქტის, მათ შორის იმერული ყველის, ნიმუშები. ლაბორატორიული დასკვნით ყველა ნიმუში დბინძურებული აღმოჩნდა მიკრობიოლოგიურად რის გამოწ მეწარმე სუბიქტი დაჯარიმდა 400 ლარით.