წვენი "პფანერი"

2014 წლის 27 ივნისს მომხარებელმა ვებ გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა:

2014 წლი 01 ივლისს, მომხარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ მოცვის წვენი "პფანერი".

წვენის ეტიკეტს დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ შეფუთვზე მითითებულია თარიღი 10.03.2015. პროდუქტის ქართულენოვან ეტიკეტზე წერია: "ვარგისანობის ვადა: გამოშვებიდან 12 თვე; გამოშვების ვადა იხილეთ შეფუთვაზე". ამდენად, ქართველი მომხმარებლისთვის მითითებული თარიღი პროდუქტის გამოშვების თარიღს ნიშნავს, რაც სწორი ნამდვილად ვერ იქნება. მითუმეტეს რომ უცხოენოვან ეტიკეტზე მითითებულია, რომ პროდუქტი ვარგისია შეფუთვაზე მითითებული თარიღამდე. ამდენად, ქართულ ანოტაციას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

გაიგზავნა წერილი მაღაზიისადმი ამ პრობლემის აღმოფხვრის მოთხოვნით.