სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

ნებისმიერ შეფუთულ სურსათს, რომელიც მიეწოდება მოხმარებელს, თან უნდა ახლდეს შემდეგი  ინფორმაცია:

სავალდებულო ინფორმაცია უნდა იყოს იოლად შესამჩნევი, იოლად წასაკითხი და იოლად არ უნდა იშლებოდეს. ინფორმაცია არ უნდა იყოს რაიმენაირად დამალული, დაჩრდილული, ძნელად გასარჩევი ან გადაფარული/გაწყვეტილი სხვა წარწერებით ან სურათებით. სავალდებულო ინფორმაცია გადმოცემული უნდა იყოს ისეთი შრიფტით, რომელშიც ასო „x”-ის სიმაღლე 1,2 მილიმეტრი ან მეტია[CIT=ძალაში შედის 2014 წლის 13 დეკემბრიდან.](*)[/CIT]. შედარებით მცირე ზომის შეფუთვისათვის, რომლის ყველაზე დიდი ზედაპირი 80 სმ2-ს არ აღემატება, დასაშვებია გამოყენებული იქნეს შრიფტი, რომელშიც ასო „x“-ის სიმაღლე 0,9 მილიმეტრია.

მეწარმეს ცხადია შეუძლია ეტიკეტზე სხვა ინფორმაციაც განათავსოს. თუმცა ინფორმაცია სურსათის თაობაზე:

ეს მოთხოვნები ეხება არა მხოლოდ ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას, არამედ აგრეთვე შეფუთვის ზოგად შესახედაობას, ფორმას, შესაფუთ მასალას, აგრეთვე სურსათის წარდგენას - როგორ და სად არის სურსათი განლაგებული და სურსათის რეკლამას.

2014 წლის 13 დეკემნრიდან ძალაში შედის დამატებითი მოთხოვნა, რომელიც მომხმარებელს დაიცავს ისეთი შემთხვევებისგან, როცა მისთვის ჩვეული პროდუქტის შემადგენლობას მეწარმე მოულოდნელად ცვლის. ახალი წესით, ასეთი ცვლილების შემთხვევაში მეწარმე ვალდებული იქნება ეტიკეტზე, სურსათის დასახელებასთან, მკაფიო და შესამჩნევი მინიშნება გააკეთოს.[CIT=თუკი სურსათის რომელიმე ინგრედიენტი, რომლის მიმართებაში არსებობს მომხმარებელთა მოლოდინი, რომ იგი ამ სურსათში გამოიყენება ან ბუნებრივად არის წარმოდგენილი, ჩანაცვლებულია სხვა კომპონენტით ან ინგრედიენტით, - ეტიკეტზე, სურსათის დასახელებასთან ახლოს, ეს გარემოება მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული. ეს წარწერა შესრულებული უნდა იყოს შრიფტით, რომლის ასო „x“-ის სიმაღლე სურსათის დასახელებისათვის გამოყენებული შრიფტის იმავე ასოს სიმაღლის სულ ცოტა 3/4-ია და ამავე დროს არ არის 1,2 მილიმეტრზე ნაკლები.](*)[/CIT].

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.

ჩვენი პუბლიკაციები ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობის თაობაზე იხილეთ ბმულებზე:

  1. სურსათის ძირითადი კანონი;
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში;
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.