ლიმონათი "ჰელოუ კიტი"

2014 წლის 09 ივნისს მომხარებელმა ელექტრონული ფოსტით საჩივარი გამოგვიგზავნა:

იმავე დღეს, 09 ივნისს, მივედით მაღაზიაში "გუდვილი საბურთალოზე" (ქავთარაძის ქ. 1) სადაც შევიძინეთ აქციაში "2+1" არსებული ლიმონათი "Hello Kitty"-ს  3 ცალიანი კომპლექტი.

სამივე ლიმონათს თავსახურზე მითითებული ჰქონდა თარიღი: "06.01.2014", ხოლო ეტიკეტზე მითითებული იყო "ვარგისიანობის ვადა იხილე თავსახურზე", რომელიც დაფარული იყო აქცია "2+1" სარეკლამო წებვადი ქაღალდით.

რაც იმას ნიშნავს, რომ ლიმონათი ვარგისი იყო 2014 წლის 06 იანვრამდე და მას ვადა 5 თვის წინ გაუვიდა.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

გაიგზავნა წერილი  შპს"კასტელ ჯორჯიაშიც", იმის დასადგენად თუ რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ამ ლიმონათმა მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობაზე.

2014 წლის 19 ივნისს, "კასტელ ჯორჯიადან" მივიღეთ პასუხი.

 

nino   18:29:09 2014-06-11  უპასუხე   
იგივე ლიმონათი იყიდება აქციის სახით თემქაზე არსებულ ახალ უნივერსამშიც