კარაქი "პრეზიდენტი"

2014 წლის აპრილის თვეში, ერთ-ერთ რადიო-გადაცემაში, მომხარებელმა გვთხოვა შეგვემოწმებინა, კარაქი "პრეზიდენტი" არის თუ არა ნამდვილი კარაქი.

2014 წლის 24 აპრილს, მაღაზია კარფურში შევიძინეთ კარაქი "პრეზიდენტი 82%" და მივიტანეთ ლაბორატორიაში, პროდუქტში რძის ცხიმის განსასაზღვრად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა 82%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი ნამდვილი კარაქია.

ანა   19:19:59 2014-11-14  უპასუხე   
უცხოეთიდან შემოტანილ კარაქები, რომლებიც ნამდვილ კარაქად ითვლება, ვადებზე რას გვეტყვით? ერთ სეზონზე შემოტანილს მეორე სეზონზე რომ შეიძენ, აქვს თუ არა აზრი ასეთი ნამდვილი კარაქის მიღებას აზრი?
თამარ, CSRDG   1  11:40:44 2014-11-17  უპასუხე   
ანა კარაქს ვარგისიანობის ვადა სპეციალური საკვებდანამატებით უგრძელებენ, რომელიც აკრძალული არ არის და დაშვებულია ყველა ქვეყანაში. ზოგადად დაშვებული საკვებდანამატის მიღება მავნე არ არის თუ დღიურ ნორმას არ გადააჭარბებთ.

ლიკა   1  12:46:55 2014-06-07  უპასუხე   
მადლობა თქვენ... ბავშვს ამ კარაქს ვაჭმევდი და დავმშვიდდი

ia   23:13:19 2014-05-27  უპასუხე   
გამარჯობათ,გთხოვთ კარაქი ვალიოც შეამოწმოთ ზალიან მაინტერესებს,ვენდობი და ბავშვსაც ვაჭმევ და მინდა დარწმუნებული ვიყო რომ ნამდვილი კარაქია.
ნოდარ   21:35:38 2015-03-13  უპასუხე   
ვალიოზე ერთი წუთით არ შეგეპაროთ ეჭვი, მამაჩემი არის დისტრუბუტორი ვალიოს ნაწარმის და არის 100% იანი რძის პროდუქტი.
თამარ, CSRDG   11:51:47 2014-05-28  უპასუხე   
ია კარაქი "ვალიო" შეფუთული ადრე გავქვს შემოწმებული და ნამდვილი კარაქი იყო. წინა თვეში ვალიოს ასაწონი კარაქი შევამოწმეთ და ისიც ნამდვილი კარაქი აღმოჩნდა