"სომხური ლავაში"-ს ეტიკეტი

2014 წლის 23 აპრილს მომხარებელმა საჩივარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

2014 წლის 06 მაისს, მომხარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ "ლავაში სომხური", რომლის ეტიკეტზეც ვერსად აღმოვაჩინეთ პროდუქტის დამზადების თარიღი.

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია: ''სავალდებულოა სურსათის ეტიკეტზე დამზადების თარიღის – რიცხვი, თვე და წელის აღნიშნვა. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისათვის სავალდებულოა მითითებულ იქნეს გამოშვების საათიც''; ''დამატებითი მოთხოვნები სურსათის ეტიკეტირებისადმი'', მუხლი 4, პუნქტი ''ეა''](*)[/CIT].

გაიგზავნა წერილები მაღაზიაში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.