"იფქლი პირველი" პურის ეტიკეტი

2014 წლის 29 აპრილს მომხარებელმა კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

2014 წლის 06 მაისს, ჩვენ ერთერთ მარკეტში შევიძინეთ  შპს"იფქლი 1"-ს დაჭრილი, თეთრი პური.  პურის შეფუთვაზე მართლაც არ აღმოჩნდა დამზადების თარიღი მითითებული.

შეფუთვაზე წერია: შენახვის ვადა 72 საათი, პირობების გათვალისწინებით, თუმცა ამ დროის ათვლა საიდან უნდა დაიწყოს მომხარებელმა ეს გაურკვეველია.

საქართველოს კანონმდებლობით : ''სავალდებულოა სურსათის ეტიკეტზე დამზადების თარიღის – რიცხვი, თვე და წელის აღნიშნვა. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისათვის სავალდებულოა მითითებულ იქნეს გამოშვების საათიც''; ''დამატებითი მოთხოვნები სურსათის ეტიკეტირებისადმი'', მუხლი 4, პუნქტი ''ეა''](*)[/CIT].

გაიგზავნა წერილები მაღაზიაში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.