კარაქი "ტიფლისი"

ჯერ კიდევ 2013 წლის ივლისში სურსათის ცხელ ხაზზე მომხარებელმა გვთხოვა კარაქი "ტიფლისის" ნატურალურობის შემოწმება. ვინაიდან იმ პერიოდში, ფინანსური შეფერხების გამო, შემოწმებები შეჩერებული გვქონდა, შემოწმება მოგვიანებით მოხდა.

2014 წლის 05 თებერვალს,  ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთერთ მაღაზიაში შევიძინეთ   "ტიფლისი ნაღების კარაქი 82,5%" (მწარმოებელი შპს "ტიფლისი-2011", გამოშვების თარიღი 10.06.13). პროდუქტს მოშორდა შეფუთვა და სხვადასხვა დროს, ჩაბარდა ორ ლაბორატორიაში ანალიზისათვის. თითოეული ლაბორატორიისათვის პროდუქტს მიენიჭა  პირობითი ნომრები. 

ერთ ლაბორატორიაში ჩაბარებული ნიმუში ნომერი #4   

 

მეორე ლაბორატორიაში ჩაბარებული ნიმუში ნომერი #3  

ორივე ლაბორატორიის პასუხით პროდუქტი ნამდვილი კარაქია: ერთი ლაბორატორიის პასუხის მიხედვით, პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა 82,5 %, ხოლო მეორე ლაბორატორიის პასუხის მიხედვით პროდუქტის საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობა  97,5%.

ამ კარაქთან ერთად შემოწმდა დამატებით ხუთი დასახელების კარაქი: სოფლის ნობათის ორი დასახელების და სამგორის ერთი დასახელების კარაქებზე ორი ლაბორატორიის პასუხები ერთმანეთს დაემთხვა (შემოწმების შედეგები იხილეთ ამ ბმულზე). დანარჩენი ორი პროდუქტის პასუხები განსხვავებულია. ამიტომ განმეორებით მოხდა  "სანტინო ნაღების კარაქი 72,5%" შემოწმება. მეორე დასახელების კარაქი ჯერჯერობით მაღაზიებში ვერ აღმოვაჩინეთ. იგეგმება ამ კარაქის შემოწმებაც და შედეგები (მათ შორის ლაბორატორიებიდან მიღებული განსხვავებული პასუხები) უახლოეს ხანში გამოქვეყნდება.

pavle   13:24:12 2014-04-27  უპასუხე   
ლაბორატორია არასწორია