დედოფლისწყაროს კარაქი

2014 წლის 10 მარტს მომხარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული შეტყობინება დაგვიტოვა და გვთხოვა ვაჟა-ფშაველასა და ასათიანის კუთხეში მდებარე დედოფლისყაროს რძის პროდუქტების შემოწმება:

მომხარებელთან კონსულატციისას გაირკვა, რომ დედოფლისყაროს რძის პროდუქტების მაღაზიას შეეცვალა დასახელება და შპს "მოდებაძე და კომპანიის" დასახელებით ყიდის რძის პროდუქტებს. მომხარებლისგან მიღებული თანხმობის შემდეგ, შევიძნეთ შპს "მოდებაძე და კომპანიის" მიერ გასაყიდად გამოტანილი ასაწონი კარაქი და ნადუღი. სამწუხაროდ ნადუღი არ იყო იმ რაოდენობის, რაც საჭიროა რძის ცხიმის შემცველობის დასადგენი ანალიზისათვის, არაჟანი საერთოდ არ იყო გაყიდვაში და ამიტომ ლაბორატორიაში შესამოწმებლად კარაქი მივიტანეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, კარაქის საერთო ცხიმის 97,4% რძის ცხიმია - რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი ნამდვილი კარაქია.