მარილის წონა

2014 წლის 21 იანვარს, მომხარებელმა ვებ-0გვერდზე კომენტარი დაგვიტოვე, რომელშიც გავტყობინებდა, რომ ორ სხვადასხვა მაღაზიაში, ორი სხვადასხვა ფირმის მარილი შეფუთვაზე მითითებული წონის 1000გრ ნაცვლად ნაკლებს იწონის:

2014 წლის 22 იანვარს მაღაზია კარფურში შევიძინეთ შპს "AGA Treiding G"-ს მიერ შპს "ლომა"-სთვის დაფასოებული "მარილი საოჯახო ქვამარილი" და იმავე შპს შპს "AGA Treiding G"-ს მიერ დაფასოებული "მარილი საოჯახო ქვამარილი". ორივე შეფუთვას მითითებული აქვს წონა 1000გრ.+-30გრ.

იმავე დღეს, მაღაზია ვაჟა ფშაველას 1 შესახვევში მდებარე მაღაზია შპს "ჯეოფუდში" შევიძინეთ შპს  "EUROLABI" -ს მიერ დაფასოებული  "საოჯახო მარილი", 3 ნიმუში, რომლის შეფუთვაზეც ასევე მითითებულია წონა: ნეტო 1000გრ+-30გრ

ასევე ყველა შეძენილი შეფუთვა ავწონეთ დაკალიბრებულ სასწორზე. აღმოჩნდა, რომ თითოეულ შეფუთვას აკლია რამდენიმე  (30 - 90) გრამი, რისი მიზეზიც მარილის არამყარი შეფუთვებია. 

გაიგზავნა წერილები  შპს "AGA Treiding G"-ში და შპს  "EUROLABI" -ში, მარილის შეფუთვის შეცვლის თხოვნით.