ნიკორას რძიანი სოსისი

2013 წლის 24 დეკემბერს, ფეისბუქის ჩვენს გვერდზე, დაფარული შეტყობინება გამოგვიგზავნა მომხარებელმა და გვთხოვა ნიკორას რძიანი სოსისის შემოწმება ნიკორას ერთერთ საფირმო მაღაზიიდან.

2013 წლის 26 დეკემბერს, მომხარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ, მომხარებლის მიერ მითითებული "რძიანი სოსისი ნიკორა". ნიმუშები თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტრილურ პოლიეთილენის პარკებში და ჩაბარდა ლაბორატრიაში მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, სოსისის მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაში აღმოჩნდა (იხ. განმარტება ქვემოთ).

რაც შეეხება მომხმარებლის მიერ სოსისთვის შემჩნეულ შებოლილი პროდუქტის სუნს, კვების ექსპერტის განმარტებით, ეს სუნი შესაძლოა სოსისს მაცივრიდან აეღო, თუკი მოთავსებული იყო შებოლილი პროდუქტის გვერდზე, ან სოსისის დამაზდებისას ტექნოლოგიურ პროცესის დარღვევას გამოეწვია. არც ერთი და არც მეორე მიზეზი ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის.

მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ ვინაიდან საქართველო უახლოეს პერიოდში სურსათის მიკრობიოლოგიურ ევროპულ პარამეტრებზე გადადის, ჩვენი მოთხოვნები ლაბორატორიებისადმი შეიცვალა: რამოდენიმე თვის წინ ჩვენ, მოქმედი სანიტარული ნორმის შესაბამისად, პროდუქტში კოლიფორმების გაზომვას ვითხოვდით, რაც ბაქტერიათა დიდი ჯგუფია. ამჟამად კი, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, კოლიფორმების  გაზომვა აღარ ხდება! სანაცვლოდ, ამ დიდი ჯგუფიდან, ჩვენ ლაბორატორიებს მხოლოდ ერთი (პოტენციურად პათოგენური) ბაქტერიის _ ეშერიქია კოლის გაზომვას ვთხოვთ. აგრეთვე იზომება სხვა პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელთა არსებობა ამ ტიპის პროდუქტში მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა ამჟამად ქართული ლაბორატორიები შესაძლო პათოგენური ბაქტერიების მთელ სპექტრს ჯერ-ჯერობით ვერ ზომავენ. ამიტომ სრული ინფორმაცია პროდუქტის მიკრობიოლოგიური უვნებლობის შესახებ არ გაგვაჩნია. იმედი გვაქვს, რომ ქვეყნის ევროპულ ნორმებზე გადასვლისა და ლაბორატორიათა შესაძლებლობების შესაბამის ზრდასთან ერთად ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც უფრო ამომწურავი გახდება.

natia   00:50:37 2014-06-25  უპასუხე   
გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ იქნებ მირჩიოთ ღირს თუ არა 3 წალის ბავშვისთვის სოსისის მიცემა, კერძოდ ლიდერ ფუდის.
123   16:41:44 2019-09-11  უპასუხე   
არ გირჩევთ არცერთი კომპანიის სოსისს, იმდენი დანამატი აქვს ნამდვილად არაა სასურველი 3 წლის ბავშვს აჭამოთ
თამარ, CSRDG   11:43:06 2014-06-25  უპასუხე   
ნათია, ლიდერ ფუდის სოსისი წინა წელს შემწომებული გვაქვს მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე და ნორმაში აღმოჩნდა. ახალი შემოწმება არ ჩაგვიტარებია. მიბმულ სტატიაში ნახავთ სოსისის სასარგბელო თვისებებსა და არჩევისა და შენახვის პირობებს. თუ ეს მოთხოვნები დაცულია ნამდვილად არ არის სოსისი არასასარგებლო პროდუქტი. თუმცა კითხვაზე არის თუ არა ეს ნორმები დაცული? ჩვენ პასუხი არ გვაქვს. ყველა პარამეტრს ვერ ვამოწმებთ სამწუხაროდ
სოსისის სასარგებლო თვისებები