"მენთოსი" მაღაზია "ნუგეშიდან"

[break]2013 წლის 25 დეკემბერს მომხარებელმა კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, მცხეთის ქუჩაზე მდებარე ნუგეშის მაღაზიაში, შევიძინეთ  "მენთოსი", რომელსაც შეფუთვაზე ზუსტად იგივე თარიღები ჰქონდა მითითებული რაც მომხარებლის მიერ საჩივარში ატვირთულ პროდუქტს აქვს: 07.10.13 - 26.10.13, რაც ერთი შეხედვით მართლაც ტოვებს შთაბეჭდილებას რომ პროდუქტი დამზადდა 07.10.13-ში ხოლო ვარგისია 26.10.13-მდე.

ეტიკეტის გამადიდებელი შუშით დათვალიერების შემდეგ, შეფუთვაზე, ძალიან წვრილად განთავსებულ რუსულენოვან წარწერაში, წავიკითხეთ, რომ პროდუქტის შეფუთვაზე მითითებული თარიღები დამზადების და შეფუთვის თარიღებია, ხოლო პროდუქტს ვარგისიანობის ვადა 2 წელი აქვს მითითებული.