ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები

ევროკავშირში ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ცხოველურ სურსათს აწარმოებს[CIT=ფორმალური განმარტებით ესაა ყველა ის მეწარმე, რომელიც 853/2004 რეგულაციის მეორე დანართში მითითებულ რომელიმე საქმიანობას ახორციელებს, იხ. https://eur-lex.europa.eu/homepage.html?locale=en. ეს საქმიანობებია:

მაგალითად, ასეთი მეწარმეებისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნაა, რომ ადამიანის მოხმარებისთვის გამიზნული ცხოველი და ფრინველი მხოლოდ სასაკლაოზე უნდა დაიკლას[CIT=ეს სპეციალური წესები არ ვრცელდება ფერმაზე დაკლულ შინაური ფრინველზე, რომელიც ახლომახლო მომხმარებლებს ან ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება](*)[/CIT].  იკრძალება ადამიანის საკვებად ისეთი ცხოველის ხორცის გამოყენება, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა, უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა ან სასაკლაოს გარეთ დაიკლა. გამონაკლისია ფრინველები, რომელთა დაკვლა ფერმაში დაიშვება, თუმცა ასეთ ფერმას საამისო უფლება უნდა ჰქონდეს აღებული, მას რეგულარულად უნდა ამოწმებდეს ვეტერინარი, რომელიც დაკვლის დღის შესახებ წინასწარ ინფორმირებული უნდა იყოს და დაკლული და ნაწილობრივ გამოშიგნული ფრინველი საბოლოო შემოწმებისთვის (დაკვლიდან მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში[CIT=ამ პერიოდის განმავლობაში ნაწილობრივ გამოშიგნული ტან-ხორცი 4ºC-ზე უნდა ინახებოდეს](*)[/CIT]) სასაკლაოზე უნდა იყოს გადატანილი [CIT=აგრეთვე გამონაკლისია ნანადირევი, ფერმაზე მოშენებული ველური ცხოველი ან ფრინველი, ან სპეციალური დელიკატესისთვის გამოზრდილი იხვი ან ბატი. ისინი სასაკლაოზე ხვდებიან მოკვდინების შემდეგ დაუყოვნებლივ. ](*)[/CIT]. გამონაკლისის სახით შესაძლებელია ფერმაში დაიკლას ფიზიკური ტრამვის მქონე ცხოველი, რომლის გადაყვანა სასაკლაოზე არაჰუმანურია. თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც ცხოველი დაკვლამდე ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს და დაკვლის შემდეგ ტან-ხორცი შესამოწმებლად სასაკლაოზე უნდა იქნეს გადატანილი.

სასაკლაოს ვალდებულებები კი ასეთია:

რაც შეეხება რძის წარმოებას, აქ მოთხოვნები ასეთია:

დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:

  1. ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.

giorgi   22:58:47 2015-09-23  უპასუხე   
ქალაქ ლაგოდეხის მოსახლობის დიდი თხოვნა იქნება შემოწმდეს ქალაქ ლაგოდეხში არსებული სასმელი წყალი

eka   15:22:51 2014-07-13  უპასუხე   
გამარჯობა. რა სტანდარტებს უნდა აკვაყოფილებდეს თონე? (რამდენი მეტრით უნდა იყოს დაშორებული საცხოვრებელი კორპუსიდან?რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ფართი და კიდევ რა სტანდარტები არსებობს?)
თამარ, CSRDG   09:46:23 2014-07-14  უპასუხე   
ეკა სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. დარეკეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში 2919167 და ისინი დაგეხმარებიან