სურსათის ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები ევროკავშირში

ევროკავშირში  სურსათის წარმოება-დისტრიბუციაში მონაწილე ყველა ბიზნესი[CIT=სურსათის წარმოება-დისტრიბუციაში მონაწილე ყველა იურიდიული პირი, მიუხედავად იმისა, კომერციულია იგი თუ არაკომერციული, მიიჩნევა სასურსათო ბიზნესად (Food business), 178/2002 რეგულაცია, მუხლი3, პუნქტი 2. ](*)[/CIT] ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები. ისინი ჩამოყალიბებულია ევროკავშირის 852/2004 რეგულაციის II დანართში და მოიცავს რამდენიმე ტიპის მოთხოვნებს. კერძოდ, ესენია:

უფრო რბილი მოთხოვნებია დადგენილი ე.წ. პირველადი წარმოებისთვის (ანუ ფერმებისთვის). ეს მოთხოვნები ჩამოყალიბებულია 852/2004 რეგულაციის I დანართში.

მაგალითად, ცხოველის ფერმებისთვის ასეთი მოთხოვნებია დადგენილი:

თუმცა, თუ ფერმაში ცხოველებს არა მარტო ზრდიან, არამედ წველიან კიდეც, მაშინ საჭიროა არა მხოლოდ ზოგადი ჰიგიენის, არამედ  ჰიგიენის სპეციალური წესების დაცვაც, მაგალითად ასეთის:

და სხვა.

კონკრეტული ქვეყნის პირობებთან ადაპტაციის მიზნით, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შეუძლიათ შეარბილონ რეგულაციით დადგენილი ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები. ეს ცვლილება, როგორც წესი, უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საწარმოს შენობა-ნაგებობების, საწარმოო პროცესების განაწილება-განთავსების ან მოწყობილობისადმი მოთხოვნების შერბილებით[CIT=852/2004 რეგულაციის მუხლი 13, პუნქტი 4b](*)[/CIT]. თუმცა, თუკი საქმე ეხება სურსათის წარმოების გადამუშავების ან დისტრიბუციის ტრადიციული მეთოდების შენარჩუნებას[CIT=იგულისხმება საწარმოები, რომელიც აწარმოებენ ისეთ პროდუქტს, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ე.წ. გარანტირებული ტრადიციული მახასიათებლები (Traditional Specialities Guaranteed, TSG, რეგისტრირებული უნდა იყოს 509/2006 რეგულაციით დადგენილი პროცედურების მიხედვით), ან წარმოშობის დაცული მითითება (Protected Designation of Origin, PDO, რეგისტრირებული უნდა იყოს 510/2006 რეგულაციით დადგენილი პროცედურების მიხედვით), ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა (Protected Geographical Indications, PGI, რეგისტრირებული უნდა იყოს 510/2006 რეგულაციით დადგენილი პროცედურების მიხედვით). ყველა ამ რეგისტრირებული პროდუქტების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ინტერნეტში, ე.წ. DOOR მონაცემთა ბაზაში.(*)[/CIT], ან ისეთ საწარმოებს, რომელიც, გეოგრაფიული თვალსაზრისით, რთულ რეგიონებშია განთავსებული, ადაპტაციის ზომები შეიძლება ჰიგიენის სხვა მოთხოვნებზეც გავრცელდეს. მაგალითად, შესაძლოა გაუქმდეს იატაკის, კედლებისა და ჭერის სიგლუვისა და კოროზიაგამძლე მასალისგან დამზადების მოთხოვნა და დაიშვას მიწის ან ქვის ზედაპირები. შესაბამისად, დასაშვებია დასუფთავებისა და დეზინსექციის ღონისძიებათა შერბილება და მათი სიხშირის შემცირება ადგილობრივი ფლორის შესანარჩუნებლად. ასევე დაიშვება მოთხოვნათა შერბილება იმ მასალისადმი, რომლისგანაც დამზადებულია ასეთ საწარმოებში გამოსაყენებელი ინსტრუმენტები და მოწყობილობა. თუმცა ინსტრუმენტების სისუფთავისა და მოწყობილობის გამართულობის მოთხოვნები ყოველთვის ძალაში რჩება[CIT=852/2004 რეგულაციის მუხლი 13, პუნქტი 4a.](*)[/CIT]

შენიშვნა: ევროკავშირის ნორმატიული აქტების ბოლო ვერსიების სანახავად ეწვიეთ საიტს https://eur-lex.europa.eu/homepage.html?locale=en

დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:

  1. ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
  3. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.
  4. სურსათის (არასაკვები) დანამატები;

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.