სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში

სურსათის ჰიგიენა მოიცავს სურსათის წარმოება-დისტრიბუცია-მოხმარების განმავლობაში გასატარებელ ყველა იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც სურსათის უვნებლობას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის კანონმდებლობით სურსათის წარმოებაში, გადამუშავებაში ან დისტრიბუცია-რეალიზაციაში ჩართული ყველა საწარმო[CIT=სურსათის წარმოება-დისტრიბუციაში მონაწილე ყველა იურიდიული პირი, მიუხედავად იმისა, კომერციულია იგი თუ არაკომერციული, მიიჩნევა სასურსათო ბიზნესად (Food business), 178/2002 რეგულაცია, მუხლი3, პუნქტი 2. ](*)[/CIT] ვალდებულია დაიცვას სამი ძირითადი მოთხოვნა:

  1. იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული, როგორც სასურსათო ბიზნესი[CIT=852/2004 რეგულაციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი.](*)[/CIT];
  2. დაიცვას ზოგადი ჰიგიენის წესები[CIT=852/2004 რეგულაციის მე-4 მუხლის 1-2 პუნქტები.](*)[/CIT];
  3. (გარდა პირველადი საწარმოებისა[CIT=პირველად წარმოებად ითვლება ნიადაგის პროდუქტების მოყვანა და მოსავლის აღება, ცხოველების/ფრინველების/მწერების მოშენება, წველა, აგრეთვე თევზაობა და ნადირობა და ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოგროვება (178/2002 რეგულაციის მე-3 მუხლის მე-17 პუნქტისა და 852/2004 რეგულაციის მე-2 მუხლის 1(b) პუნქტის მიხედვით. შინაური ცხოველების დაკვლა, ან რძის ადუღება-დამუშავება პირველად წარმოებაში არ შედის ](*)[/CIT]) დანერგოს ე.წ."საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული წერტილების კონტროლის სისტემა"[CIT=852/2004 რეგულაციის მე-5 მუხლი](*)[/CIT].

დამატებით, ის მეწარმეები, რომელიც ცხოველური წარმოშობის სურსათს აწარმოებენ[CIT=ფორმალური განმარტებით ესაა ყველა ის მეწარმე, რომელიც 853/2004 რეგულაციის მეორე დანართში მითითებულ რომელიმე საქმიანობას ახორციელებს. ეს საქმიანობებია:

  1. გაიარონ საქმიანობის ოფიციალური დამტკიცების პროცედურა[CIT=დამტკიცება არ ესაჭიროება საწამოებს, თუკი მათში ხორციელდება მხოლოდ შემდეგი საქმიანობები: სურსათის პირველადი წარმოება; სურსათის ტრანსპორტირება; ისეთი სასურსათო პროდუქტების შენახვა/დასაწყობება, რომელსაც გაცივება არ სჭირდება; საბოლოო მომხმარებლისთვის სურსათის მიყიდვა/მიწოდება (დამუშავების გარეშე). მაგრამ, თუკი საწარმოში ამ საქმიანობებთან ერთად ხორციელდება 853/2004 რეგულაციის მეორე დანართში ჩამოთვლილი საქმიანობებიდან რომელიმე მაინც, საწარმოს დამტკიცება სავალდებულოა (853/2004 რეგულაციის მუხლი 4, პუნქტი 1-2)](*)[/CIT]. ამისთვის აუცილებელია საწარმო ერთხელ მაინც შემოწმდეს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ. 
  2. მათი საწარმოდან გასულ ყველა პროდუქტზე დაიტანონ საიდენტიფიკაციო ნიშანი[CIT=853/2004 რეგულაციის მუხლი მე-5, პუნქტი 1.](*)[/CIT], სადაც საწარმოს საქმიანობის ნებართვის ნომერია მითითებული. ცხოველების ტან-ხორცზე საიდენტიფიკაციო ნიშნის მაგივრად დაიტანება ჯანმრთელობის დამღა, ოღონდ არა თავად მეწარმის მიერ, არამედ სახელმწიფო ვეტერინარის მიერ (ან მისი ზედამხედველობიშ ქვეშ). ცხოველის ტან-ხორცზე დატანილი ჯანმრთელობის დამღა იმის დამადასტურებელია, რომ ცხოველის დაკვლისას ყველა დადგენილი მოთხოვნა დაცული იყო[CIT=854/2004 რეგულაციის მუხლი მე-2, პუნქტი 1(i). ეს პროცედურები მოიცავს: სახელმწიფო ვეტერინარის მიერ პირუტყვის კვების შესახებ ინფორმაციის შემოწმებას, პირუტყვის დაკვლამდე და დაკვლისშემდგომ ვეტერინარულ შემოწმებას, ცხოველის ჰუმანური მოკვდინების მოთხოვნების დაცვას, დაკვლისა და დაკვლისშემდგომი ჰიგიენური მოთხოვნების დაცვას. ](*)[/CIT] და ხორცი ჯანმრთელია.
  3. დაიცვას ჰიგიენის სპეციალური წესები.

ისეთი საწარმოებისთვის, რომელიც წარმოების ტრადიციულ მეთოდებს[CIT=იგულისხმება საწარმოები, რომელიც აწარმოებენ ისეთ პროდუქტს, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი:

ყველა ამ რეგისტრირებული პროდუქტების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ინტერნეტში, ე.წ. DOOR მონაცემთა ბაზაში.](*)[/CIT] იყენებს, ან გეოგრაფიული თვალსაზრისით რთულ რეგიონშია განთავსებული, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შეუძლიათ შეარბილონ ზოგადი და სპეციალური ჰიგიენის მოთხოვნები. მაგალითად, შესაძლოა გაუქმდეს იატაკის, კედლებისა და ჭერის სიგლუვისა და კოროზიაგამძლე მასალისგან დამზადების მოთხოვნა და დაიშვას მიწის ან ქვის ზედაპირები. დასაშვებია დასუფთავებისა და დეზინსექციის ღონისძიებათა შერბილება და მათი სიხშირის შემცირება ადგილობრივი ფლორის შესანარჩუნებლად. ასევე დაიშვება მოთხოვნათა შერბილება იმ მასალისადმი, რომლისგანაც დამზადებულია ასეთ საწარმოებში გამოსაყენებელი ინსტრუმენტები და მოწყობილობა. თუმცა ინსტრუმენტების სისუფთავისა და მოწყობილობის გამართულობის მოთხოვნები ყველა შემთხვევაში ძალაში რჩება.

აგრეთვე შესაძლებელია ჰიგიენის მოთხოვნების შერბილება პირველადი წარმოების პროდუქტების მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე (და ისიც მცირე ოდენობით) მიწოდების შემთხვევებში. მაგალითად, როდესაც თავად ფერმერი ყიდის თავის პირველად პროდუქტს (მაგალითად, თაფლს, ნედლ რძეს, სოკოს, ხილ-ბოსტნეულს ) ან ახალდაკლული ფრინველის ან კურდღლის ხორცს, ან ნანადირევს, ან აწვდის ამ პროდუქტებს ახლომახლო მდებარე ადგილობრივ ბაზარს ან მაღაზიას (თუკი მიწოდებული პროდუქტის რაოდენობა მცირეა). ასეთი შემთხვევები არა ევროკავშირის, არამედ ეროვნული დონის რეგულაციებს ექვემდებარება (თუკი ასეთი არსებობს[CIT=თუკი ეროვნული რეგულაცია დადგენილი არ არის, ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნები ასეთ საწარმოებზეც ვრცელდება.](*)[/CIT]) . თუმცა, თუკი პირველადმა პროდუქტმა გადამუშავება გაიარა, მაგალითად, იგივე ფერმერი თავის მეზობლებს აწვდის მის ფერმაში მომზადებულ ყველს, წნილს, მურაბას, წვენს , ან თუნდაც ადუღებულ რძეს ან შეფუთულ/დაფასოებულ კვერცხს, ეს უკვე პირველად წარმოებად აღარ ითვლება, გამონაკლისი აღარ მოქმედებს და ფერმერი ვალდებულია ევროკავშირის რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნები სრულად დაიცვას.

დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:

  1. ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.