ნაყინები ”ლაიმიდან”

[break]სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2013 წლის 13 აპრილს შემდეგი შინაარსის პოსტი დადო ჩვენს ფეისბუქის გვერდზე:

2013 წლის 15 აპრილს ჩვენ მივაკითხეთ გლდანში მაღაზია ”ლაიმს” (შპს ”გერა”). ნაყინების არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მათ გამოშვების ვადას, ვინაიდან ნაყინების სეზონის დასაწყისში დიდია ალბათობა, რომ მომხმარებლის მოწამვლა სწორედ გაყიდვაში დარჩენილ ძველ (წინა სეზონის) პროდუქტს გამოეწვია. მაღაზიაში გაყიდვაში არსებული ნაყინებიდან კამპარას კივის ნაყინი 2013 წლის აპრილში იყო გამოშვებული, თოლიას პლომბირებიდან კი ნაწილი 2012 წლის აპრილში იყო გამოშვებული, ნაწილი კი 2013 წელს. შესამოწმებლად ჩვენ შევიძინეთ 2012 წელს გამოშვებული თოლიას პლომბირი ვანილი-შოკოლადით (რომელიც ამ მომენტისთვის ფაქტიურად ვადაგასულიც კი იყო[CIT=როგორც სურათზე ჩანს, ნაყინის გამოშვების თარიღი 2012 წლის 11 აპრილია. ამ ნაყინების შენახვის ვადა კი 12 თვეა.](*)[/CIT]) და 2013 წლის 9 აპრილს გამოშვებული კამპარას კივის ყინული.  

ორივე ნაყინის ნიმუში  ჩაბარდა ლაბორატორიას მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით კამპარა ხილის ყინული კივი მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაშია, ხოლო ნაყინი პლომბირი თოლია შოკოლადი-ვანილი - დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით.

გაიგზავნა წერილები მაღაზიაში, მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

----------------------------

2013 წლის 25 მარტს მასავაჭრო ცენტრი "ლაიმის" ადმინისტრაციამ შემდეგი კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

 

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი