ნიტრატები ხილ-ბოსტნეულში

[break] 2013 წელის 01 მაისს ვებ გვერდზე  კომენტარი დაგვიტოვა მომხმარებელმა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით 2013 წლის 02  მაისს საბურთალოზე ერთერთ მაღაზიაში შევიძინეთ  ბანანი, ახალი კარტოფილი და ქართული მარწყვი. სამივე პროდუქტის ნაწილი ჩავაბრეთ ლაბორატორიაში მათში ნიტრატების შემცველობის დასადგენად. ხოლო ნაწილი ჩვენ თვითონ შევამოწმეთ www.amazon.com საიტზე შეძენილი რუსული წარმოების ნიტრატების საზომი აპარატით, ე.წ. ნიტროტესტერით.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით მარწყვში და ბანანში ნიტრატების შემცველობა ნორმაშია[CIT=იგულისხმება რუსეთში მოქმედი ნორმა, ვინაიდან არც ქართული და არც საერთაშორისო ნორმა ამ პროდუქტებისთვის არ არსებობს](*)[/CIT], ხოლო კარტოფილში ოდნავ აჭარბებს საქართველოში დადგენილ ნორმას [CIT=ქართული სანიტარული ნორმით კარტოფილში ნიტრატების ზღვრულად დასაშვები ნორმაა 25 მგ/კგ. ასეთი დაბალი ნორმა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. მაგალითად რუსეთში კარტოფილში ნიტრატების შემცველობის დასაშვები ნორმა 250 მგ/კგ-ია](*)[/CIT].

შეგახსენებთ, რომ ადამიანისთვის ნიტრატების მიღების უსაფრთხო დღიურ ნორმად ითვლება 3,7 მგ ნიტრატი[CIT=NO3იონი](*)[/CIT] ადამიანის წონის ყოველ კილოგრამზე. ანუ 60 კგ-იან ადამიანისათვის დღეში 222 მგ ნიტრატის მიღება უსაფრთხოა. ზემოთ აღწერილი პროდუქტების შემთხვევაში დღის განმავლობაში სამივე პროდუქტის: თითო კილოგრამი კარტოფილის, ბანანის და მარწყვის მოხმარების შემთხვევაში ადამიანის მიერ მიღებული ნიტრატების ჯამური რაოდენობა 156,4 მგ-ზე ნაკლები იქნება, რაც 60 კგ-იანი ადამიანისთვის უსაფრთხოა, თუმცა მაგალითად 40 კგ-იანი მოზარდისთვის უკვე საფრთხის ზღვარზეა[CIT=ნიტრატი ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება ნიტრიტად, რომელიც სისხლის ჰემოგლობინს გამოუდეგარ მეტ-ჰემოგლობინად გარდაქმნის. 20% ჰემოგლობინის გარდაქმნა ადამიანის ციანოზს და ჰიპოქსიას იწვევს, 50% კი _ სიკვდილს.](*)[/CIT], მცირეწლოვანი ბავშვისთვის კი სერიოზული საფრთხის შემცველია. ამიტომ გირჩევთ წინასწარ გაიანგარიშოთ, რა რაოდენობის ნიტრატებს მიიღებს ბავშვი ამა თუ იმ ბოსტნეულის ან ხილის მოხმარებისას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობის შემოწმებას.

-----------------------

რაც შეეხება ჩვენს მიერ ე.წ. ნიტროტესტერით განხორციელებულ გაზომვებს, სამივე შემთხვევაში ნიტროტესტერის ჩვენება ლაბორატორიულ შედეგებზე მაღალი აღმოჩნდა. კარტოფილს შემთხვევაში ტესტერმა აჩვენა 4-ჯერ უფრო მაღალი შედეგი[CIT=ლაბორატორიიულად დადგენილი შედეგია 39,4 მგ/კგ-ზე, ხოლო ნიტროტესტერმა 168 მგ/კგ გვიჩვენა](*)[/CIT]), მარწყვის შემთხვევაში - 3-ჯერ უფრო მაღალი[CIT=მარწყვისთვის ლაბორატორიულად დადგენილი შედეგია 25მგ/კგ-ზე ნაკლები, ნიტროტესტერმა კი 73 მგ/კგ გვიჩვენა](*)[/CIT] და ბანანის შემთხვევაში 2-ჯერ უფრო მაღალი[CIT=ბანანისთვის ლაბორატორიიულად დადგენილი შედეგია 67მგ/კგ, ხოლო ნიტროტესტერმა 122 მგ/კგ გვიჩვენა(*)[/CIT]), თუმცა სამივე შედეგი რუსეთში მოქმედი  ნორმების ფარგლებში იყო. 

მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ სანდოა მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების შედეგები. ნიტროტესტერის შედეგები აქ მხოლოდ იმისთვის მოვიყვანეთ, რომ გვეცნობებინა, რომ ეს ხელსაწყო მაინცდამაინც სანდო არ არის.

Davit Chelidze   18:42:37 2013-05-07  უპასუხე   
ძალიან საინტერესოა კიტრსა და პამიდორთან როგორ გვაქვს საქმე? განსაკუთრებით შუშა კიტრთან.
თამარ, CSRDG   11:26:36 2013-05-08  უპასუხე   
დავით 2-2 დასახელების, ქართული და შემოტანილი, კიტრი და პომიდორი შევამოწმეთ აპრილში, შედეგები ამ ბმულზე ნახეთ http://www.momxmarebeli.ge/?rec=3704