ნორმატიული აქტი

„ნორმატიული აქტი“ ნიშნავს საჯარო ორგანოს მიერ გამოცემულ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოში ან მუნიციპალიტეტში ქცევის სავალდებულო წესებს ადგენს.[CIT=„ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს”, კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, მუხლი 2, პუნქტი 3.](*)[/CIT]  თუმცა, საჯარო ორგანოების მიერ გამოცემული ნებისმიერი დოკუმენტი ნორმატიული აქტი არაა. იმისთვის, რომ დოკუმენტი ნორმატიული აქტი იყოს, საჭიროა:

ნორმატიული აქტების სახეებია:

და სხვა.

ნორმატიული აქტის ამოქმედებისთვის, გარდა მისი სათანადოდ დამტკიცებისა, აუცილებელია აგრეთვე მისი გამოქვეყნება. ნორმატიული აქტი ძალაში შედის მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგ. ცენტრალური ხელისუფლების ნორმატიული აქტების გამოქვეყნების ოფიციალური ორგანოა ჟურნალი „საკანონმდებლო მაცნე“. 2011 წლის 1 იანვრიდან იგი ხელმისაწვდომია ინტერნეტით.