შოკოლადი

[break]შოკოლადი სრესილი კაკაოს მარცვლებისა და შაქრისგან მომზადებული ტკბილი მასაა. იგი არა მარტო შაქარს, არამედ ცხიმებსაც (კაკაოს ზეთს) შეიცავს, ამიტომ შოკოლადი არა მხოლოდ „სწრაფი“, არამედ „გრძელვადიანი“ ენერგიის წყაროა. გარდა ამისა, კაკაოს მარცვლები ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ცილებს, ნახშირწყლებს, მიკრო და მაკროელემენტებს, აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კოფეინი და თეობრომინი. შოკოლადში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები აფხიზლებენ ადამიანს, ზრდიან მის შრომისუნარიანობას, ხსნიან დაღლილობის შეგრძნებასა და სტრესს, აუმჯობესებენ მახსოვრობას, დადებითად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუმცა, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ თეობრომინი საწამლავია ცხოველებისთვის[CIT=ამიტომ არ შეიძლება შოკოლადის ჭმევა კატებისა და ძაღლებისთვის!](*)[/CIT] და აღნიშნულია ამ ნივთიერებით მოხუცი ადამიანების მოწამვლის შემთხვევებიც. ამიტომ შოკოლადის მოხმარებისას ჯობს ზომიერება დაიცვათ - 25-50 გრამი დღეში ნამდვილად უსაფრთხო დოზაა.

შოკოლადის შენახვის ვადა 16-21°C ტემპერატურაზე 1-დან 10 თვემდეა. ამაზე უფრო მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას შოკოლადი მოთეთრო შეფერილობას იღებს. მაღალ ტემპერატურაზე დნება შოკოლადში შემავალი კაკაოს ზეთი, გამოდის ზედაპირზე და თეთრ ცხიმოვან ნადებს (ნაფიფქს) წარმოქმნის; მაცივარში შოკოლადის შენახვისას კი შოკოლადში შემავალი შაქარი კრისტალდება, რაც შოკოლადის მთელ მასაში თეთრ წინწკლებად ჩანს. გათეთრებული შოკოლადი მავნე არ არის, უბრალოდ არასასიამოვნოა.

გაითვალისწინეთ: სასარგებლოა მხოლოდ ნამდვილი შოკოლადი. ამიტომ შოკოლადის შეძენისას კარგად გაეცანით მის შემადგენლობას. გაითვალისწინეთ:

კაკაოს ფხვნილის ფალსიფიკაციის გავრცელებული მეთოდებია მისი ჩანაცვლება კაკაოს ფერის მქონე შემდეგი პროდუქტებით:

ამ საკითხზე იხ. აგრეთვე ჩვენი პუბლიკაცია.