კოკა-კოლა და კვერცხი

[break]სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის 27 ივლისს ცხელ ხაზზე (219-42-42) დაგვირეკა მომხმარებელმა და გვაცნობა, რომ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალის 31 ნომერში მდებარე მაღაზიაში შეიძინა კოკა-კოლა, რომლის გამოშვების თარიღი ვერც მან და ვერც გამყიდველმა ვერ გაარკვია. გარდა ამისა, მომხმარებელი ჩიოდა, რომ იგივე მაღაზიაში კვერცხები მაცივრის გარეშე ინახება და სავარაუდოდ გაფუჭებულიაო.

იმავე დღეს ჩვენ მივაკითხეთ მითითებულ მაღაზიას და შევიძინეთ ყველა ტიპის კოკა-კოლა, რაც გაყიდვაში იყო: 2 ლიტრიანი, 1,5 ლიტრიანი და კოკა-კოლა ზერო:

სამივე სასმელის ეტიკეტზე მითითებული იყო, რომ მისი მოხმარება უმჯობესია სახურავზე მითითებულ ვადამდე:

ბოთლების სახურავებზე კი ასეთი წარწერები იკითხება:

ეს წარწერები მართლაც რომ იოლი გასაშიფრი არ არის. ინგლისურის ცოდნის გარეშე რთულია მიხვდე, რომ წარწერის პირველი ორი ასო BB ნიშნავს best before, ანუ ”უმჯობესია ამ ვადამდე”. ამ ასოების შემდეგ მითითებულია ვარგისიანობის თარიღი (დღე, თვე, წელი). წარწერა T9 პირველი პწკარის ბოლოში სავარაუდოდ სერიის ან ქარხნის ნომერი უნდა იყოს. წარწერის მეორე პწკარი შესაძლოა პროდუქტის გამოშვების თარიღსა და დროს აღნიშნავს - თუმცა ეტიკეტზე ამის შესახებ განმარტება მოცემული არ არის[CIT=’’დამზადების თარიღი და შენახვის ვადა მითითებული უნდა იქნეს ან უშუალოდ ეტიკეტზე ან ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მისი განთავსების ადგილის შესახებ’’, ’’დამატებითი მოთხოვნები სურსათის ეტიკეტირებისადმი’’, მუხლი 4, პუნქტი ’’ე.გ’’](*)[/CIT]

იმავე დღეს ჩვენ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ კვერცხიც (რომელიც მაღაზიაში მართლაც მაცივრის გარეშე ინახებოდა) და შესამოწმებლად ლაბორატორიას ჩავაბარეთ. ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით კვერცხი გაფუჭებული არ არის. თუმცა გამოშვების თარიღი პროდუქტზე არსად მითითებული არ იყო:

გაიგზავნა წერილები ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთან”,  ”საგარეჯო 2009”-სთან, მაღაზიაში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

nestan   22:12:27 2012-08-07  უპასუხე   
ბახტრიონის 22 ნომერში სასურსათო მაღაზიაშიც მაცივრის გარეშე ალაგია კვერცხი, თან მაღაზიაში აუტანელი სიცხეა, მიუხედავად იმისა რომ კონდიციონერი აქვთ, სავარაუდოდ მეპატრონე უფლებას არ აძლევს გამყიდვლებს, რომ ჩართონ, ალბათ ეკონომიის მიზნით...