იოლის ვანილის ნაყინი

[break]სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის  9 ივლისს მომხმარებელმა იოლის ფირმის ვანილის ჭიქის ნაყინების შემოწმება გვთხოვა :

12 ივლისს, ნუცუბიძის ქუჩა 19 ნომერში მდებარე მაღაზიაში შევიძინეთ იოლის ორი დასახელების ვანილის ნაყინი ”სამგორი” და ”მაქსშეიქი”. ორივე ნაყინი კვების ექსპერტმა, თავისივე შეფუთვით, მოათავსა პოლიეთილენის სტერილურ პარკში, მიენიჭა ნომერი (#3-”მაქსშეიქი” და #4- ”სამგორი”) და მაცივარ/კონტეინერით მივიტანეთ ლაბორატორიაში შესამოწმებლად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით ორივე დასახელების ნაყინში #3 და #4 აღმოჩნდა კოლიბაქტერიები.

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოდან მივიღეთ სტანდარტული არაფრისმთქმელი პასუხი, თუმცა 2012 წლის ნოემბერში სააგენტოდან მიღებული დამატებითი ინფორმაციიდან გავარკვიეთ, რომ სააგენტოს ჩვენს შეტყობინებაზე არავითარი რეაგირება არ ჰქონია. სააგენტოს ახალი ხელმძღვანელობის მიერ შპს ”იოლის” ინსპექტირება განხორციელდება 2013 წელს, ნაყინის წარმოების დაწყებისას.

2012 წლის 14 სექტემბერს კვლავ შემოწმდა იოლის ნაყინი, ამჯერად 1000 მლ-იანი პლასტმასის შეფუთვაში. შედეგები იხილეთ ამ სტატიაში.

თამარი   02:51:10 2012-08-02  უპასუხე   
მე მხოლოდ "იოლი"–ს ნაყინს ვყიდულობ, რადგან ყველაზე მაღალი ხარისხისაა და გემრიელი. სადღაც ნუცუბიძის ქუჩაზე არასათანადო პირობებში შენახული ნაყინი კიდევ კარგად გამოიყურება. დასკვნაშიც ჩანს , რომ არანაირ საფრთხეს არ შეიცავს, რადგან კოლიბაქტერია უვნებელია.

Tinatin   14:23:51 2012-07-24  უპასუხე   
ეს რა უბედურება გვჭირს? ნუთუ არ შეგვიძლია ,რომ ნაყინი მაინც ვაწარმოოთ უსაბრთხო,სხვა პროდუქტებზე აღარ მაქვს ლაპარაკი,მისი მომხმარებლები ხომ ძირითადად ბავშვები არიან.2 შვილის დედა ვარ და უკვე აღარ ვიცი რა ვაჭამო ჩემს შვილებს რომ არაფერი დაემართოთ!