ერთობლივი შემოწმება

მეწარმეთა სურვილის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია სასურსათო პროდუქტის შემოწმება მეწარმესთან ერთად განვახორციელოთ. თუმცა, ამ დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

დაფარული ნომრებით სინჯების დანომვრა:

დაფარული ნომრები წარმოადგენს მცირე ზომის (დაახლოებით 1,5 სმX4 სმ), გაუმჭვირვალე პლასტიკის ფურცლებს, რომლებსაც ერთი მხრიდან, ორივე ბოლოზე, უშლელი მარკერით აწერია ერთი და იგივე ნომერი:

ამ ფურცელს ზემოდან (ნომრების მხრიდან), ორმხრივი სკოჩით ეკვრება ამავე ზომის, შავი (ან სხვა) ფერის გაუმჭვირვალე პლასტიკის ფურცელი:



ასე გამზადებული სხვადასხვა ნომრები კარგად აირევა. სინჯების აღებისას თითოეული ნომერი (შავი პლასტიკის მოშორების გარეშე) იჭრება შუაზე და მისი ერთი ნახევარი ეკვრება სინჯს, მეორე კი ჩაიკვრება სინჯის აღების ოქმში. სინჯზე დაკრული ნომრის გახსნა (ზედა პლასტიკის მოშორება) ხდება სინჯების ლაბორატორიისთვის ჩაბარებისას. სინჯების აღების ოქმში ჩაკრული ნომრები კი იხსნება მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების პასუხის მიღების შემდგომ. ამ მომენტამდე სინჯის აღების ოქმი შეინახება საგულდაგულოდ დაბეჭდილ, გაუმჭვირვალე კონვერტში, მეწარმესთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას.