მაკარონი

[break]მაკარონი ხორბლის გამომშრალი ცომია. პურთან შედარებით მაკარონის ნაწარმს უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, რადგან მზადდება უფრო მაღალი ხარისხის ფქვილისგან და ხორბალში არსებული საკვები ნივთიერებების დანაკარგი მისი წარმოების პროცესში ბევრად დაბალია. მაკარონი ამ მაჩვენებლით ბურღულეულსაც სჯობნის. გასაკვირი არ არის, რომ მაკარონი XX საუკუნის ერთ-ერთ ძირითად საკვებ პროდუქტად ითვლება. თავის სასარგებლო თვისებებს მაკარონი ხანგრძლივი (ერთ წლამდე) შენახვის შედეგადაც კი არ კარგავს.

როგორ ავირჩიოთ კარგი პროდუქტი?

მაკარონი იხარშება მარილიან მდუღარე წყალში. ხარისხიანი მაკარონის ხარშვისას:

თუ თქვენს მიერ შეძენილი მაკარონი ასეთი არ აღმოჩნდა, დაიმახსოვრეთ მწარმოებელი და მომავალში მის ნაწარმს მოერიდეთ.

შენახვის ვადა და პირობები

მაკარონის ნაწარმის ტენიანობა მხოლოდ 13 % ამიტომ ნორმალურ პირობებში შენახვისას მისი ხარისხი 1-1,5 წლის განმავლობაში არ იცვლება. ნუ შეინახავთ მაკარონს მძაფრი სუნის მქონე პროდუქტებთან ან მაღალი ტენიანობის პირობებში.