ეკოფუდის ”კარაქი”

[break]სტატიაში მითითებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2011 წლის 9 ნოემბერს სურსათის ცხელი ხაზის ტელეფონზე შემოვიდა საჩივარი, რომელშიც მომხმარებელი გვატყობინებდა, რომ ვაზისუბანში (მე-3 მკ/რ-ნი) მდებარე ”ნუგეშის” ჯიხურში შეიძინა ”ეკო-ფუდის” კარაქი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ვარგისიანობის ვადა გასული არ ჰქონდა, გაფუჭებული აღმოჩნდა.

საჩივრის გადამოწმების მიზნით 10 ნოემბერს მითითებულ მაღაზიაში ჩვენ შევიძინეთ ”ეკო-ფუდის” კარაქი.

კარაქი ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისთვის. ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის მიხედვით პროდუქტის მახასიათებლები (ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები და მჟავური რიცხვი) კარაქისას არ შეესაბამება. 

ამავე დროს, პროდუქტის ეტიკეტის შესწავლისას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დარღვეულია პროდუქტის ეტიკეტირების მოთხოვნები. კერძოდ:

შესაბამისი წერილები გაეგზავნა მეწარმეს, მაღაზიას და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

ჩვენ დავინტერესდით მოჰყვა თუ არა ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილებს რაიმე რეაგირება მეწარმის მხრიდან და 2012 წლის 27 იანვარს  ”ნუგეშის” მაღაზიაში განმეორებით შევისყიდეთ ეკო-ფუდის წარმოებული კარაქი. აღმოჩნდა, რომ მეწარმემ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები და შეცვალა პროდუქტის შეფუთვა.

ეტიკეტის შემოწმებისას ჩვენი ყურადღება პროდუქტზე მითითებულმა არასწორმა გამოშვების თარიღმა მიიქცია. კერძოდ, შეფუთვაზე ამოტვიფრულია რიცხვები 13 02 12. და დამატებით მითითებულია, რომ ეს პროდუქტის გამოშვების თარიღია (იხ. წარწერა: "გამოშვების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე”).

გასაგებია, რომ ვინაიდან კარაქის შესყიდვა 27 იანვარს განხორციელდა, მისი გამოშვების თარიღი 13 თებერვალი ვერ იქნება. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტზე არასწორი გამოშვების თარიღია მითითებული.

კვლავ გაიგზავნა წერილი მეწარმესთან, ეტიკეტზე წარწერების გასწორების მოთხოვნით  და ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოვიდა პასუხი.