როგორი უნდა იყოს ნამდვილი კარაქი?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით[CIT=რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი](*)[/CIT], კარაქი განსაზღვრულია, როგორც „წყალი ცხიმში“ -- ემულსიის ტიპის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება მხოლოდ ძროხის რძისგან ან/და ძროხის რძისგან მიღებული პროდუქტებისაგან. კარაქში ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80% უნდა იყოს. თუმცა, თუ ცხიმის შემცველობა პროდუქტში არანაკლებ 39% და არაუმეტეს 79%-ია, მას უნდა ეწოდოს „კარაქი შემცირებული რძის ცხიმით“. 

გარდა ამისა, ჩვენი კანონმდებლობა კარაქის შემდეგ სახეობებს განსაზღვრავს:

ნებისმიერ შემთხვევაში, ნამდვილ კარაქში მცენარეული ცხიმი ან რაიმე სხვა, რძის ცხიმისაგან განსხვავებული ცხიმი არ უნდა იყოს შერეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პროდუქტი სხვა შესაბამისი სახელწოდებით უნდა იყოს ეტიკეტირებული, რაც ასევე საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.