რა არის მარგარინი?

კოდექს ალიმენტარიუსის საერთაშორისო სტანდარტით მარგარინი არის პროდუქტი, რომელშიც ცხიმის საერთო შემცველობა 80%-ს აღემატება და რომელიც შეიცავს ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევს.

ევროკავშირის 1308/2013 რეგულაციის მიხედვით[CIT=ევროკავშირის ნორმატიული აქტების ბოლო ვარიანტები იხილეთ https://eur-lex.europa.eu/homepage.html?locale=en](*)[/CIT] მარგარინი არის ცხიმისა და წყლის მყარი, ზელვადი ემულსია, რომელიც დამზადებულია მცენარეული და/ან ცხოველური ცხიმებისაგან. ნორმალურ მარგარინში ცხიმის საერთო შემცველობა 80%-დან 90% უნდა იყოს. არსებობს ნახევარცხიმიანი მარგარინი (Half-fat margarine). ასეთ პროდუქტში ცხიმის შემცველობა 39-41%-ია. ხოლო სამ-მეოთხედცხიმიანმარგარინი (Tree-quarter-fat margarine) ცხიმის შემცველობა 60-62%-ა. ცხიმის ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსახვავებული ოდენობის შემთხვევაში, პროდუქტს ცხიმის სპრედი (Fat spread) ეწოდება.