|
| გამარჯობათ, მაქვს გარკვეული პრობლემა თიბისი ბანკთან და იქნებ რამე მირჩიოთ. დავიწყებ იმით, რომ 10 წელია თიბისი ბანკის ერთგული კლიენტი გახლდით. არაერთგზის მქონია სესხიც აღებული, ახლაც თანამსესხებლად ვითვლები. 2011 წლის ოქტომბერში მეყოლა ბავშვი და რამდენიმე თვე სანამ ძიძის აყვანას შევძლებდი ბევრი პრობლემა მქონდა... პატარა სამსახურში დამყავდა, ბანკში არაერთხელ მივსულვარ მასთან ერთად. მოკლედ მარტში შესატანი მქონია თანხა ქარდზე და საკრედიტო ბარათზე. მანამდე ისე ხდებოდა, რომ ვიღებდი მესიჯს და მაგით ვსაზღვრავდი როდის რა მაქვს გადასახდელი, თუ ათასში ერთხელ რამე დამავიწყდებოდა რუსთავის ფილიალში დიდიხანია მიცნობდნენ და საკრეიტო ოფიცერი მაფრთხილებდა. ამჯერად კი მოხდა ის, რომ ბანკმა შეცვალა ინტერნეტ ბანკი, რამაც 2 თვის განმავლობაში გამოიწვია სმს მომსახურების შეყწვეტა, ამავროულად რაღაც მოხდა ბანკის რუსთავის ფილიალში და ლამის მთელი საკრედიტო განყოფილება გაუშვეს. მოკლედ ისე მოხდა რომ მე საერთოდ ამერია დრო და ჩემთან დარეკეს მხოლოდ მაშინ როცა პრობლემურებამდე მიაღწია. მართალია ჩემი პრობლემაა ის, რომ პირველ რიგში მე უნდა მცოდნოდა როდის რა მაქვს გადასახდელი.... კი ბატონო დამნაშავე ვარ, მაგრამ ამ დანაშაულისათვის საკმაოდ დავისაჯე.... არცთუ მცირე თანხა ჯერ მარტო ჯარიმებში გადავიხადე...ხომ შეიძლებოდა ელემენტარულად ვინმეს ეთქვა ამ დრომდე თანხას თუ არ გადაიხდი შავ სიაში მოხვდებიო...მოკლედ რამდენჯერმე დამირეკეს... ჯერ სანამ საერთოდ აზრზე მოვედი... მერე დავიცკე დაგრვევა, მერე სანამ თანხას მოვუყარი თავი (ორივე ბარათზე გაორმაგებული რაოდენობა იყო თანხის+ჯარიმები ), მერე ერთ ბარათზე გადავიხადე და მერეზე რაღაც ვერ გავარკვიეთ, ანუ დამრჩა გადასახდელი ერთი ბარათი. კი ბატონო ესეც ჩემი პრობლემაა, მაგრამ 10 -წლიანი ურთიერთობა რომ აქგვს კლიენტთან ნუთუ არ შეიძლება მე არ ვამბობ აპატიო, მაგრამ კონკრეტულად უთხრა რომ ამ დღემდე თუ არ გადაიხდი, შავ სიაში მოხვდები. მოკლედ, რამნჯერაც დამირეკეს, იმდენჯერ ვიკითხე, პრობლემა ხომ არ შემექმნება, ყველას მპასუხობდა გადაიხადეთო და არავითარი (მგონი 3 ზარი იყო). ყველაზე ძალიან გამაბრაზა ბოლო ზარმა. თანხა თან მქონდა და უნდა შემეტანა უკვე. რომ დამირეკეს ვუთხარი ან დღესვე და ან ხვალ დილით შევიტან თქო თანხას და პრობლემა ხომ არ შემექმნება თქო, გადაიხადეთო და არაო. რადგან ასე მიპასუხეს იმ დღეს აღარ შემიტანია (სულ მეორე დღე მყავდა ძიძა და ჯერ ტამამად ვერ ვტოვებდი, ბავშვი არ იყო ჯერ შეჩვეული), მაგრამ მეორე დღეს დილის ათის ნახევარზევე მეყღლემ გადაიხადა. შუადღეს სახლში რომ გავიარე ძიძამ დამახვერა წერილი თიბისისგან, რომელშიც დათარიღებული იყო 17 აპრილით და ეწერა რომ თუ არ გადავიხდიდი თანხას 18 აპრილამდე შავ სიაში მოვხვდებოდი (წერილი 19 მივიღე). მაშინვე გაბრაზებულმა დავრეკე ბანკში და შენიშვნა მივეცი, ჯერ გუშინ ველაპარაკე თქო და არაფერი უთქვამთ, თან დღეს მოდის წერილი რომ გუშინ იყო გაადხდის ბოლო დღე და ეს რა წესია თქო, მე კი დილიდანვე გადავიხადე თქო... მკითხეს მოგვარდაო პრობლემა, კი მოგვარდა თქო მაგრამ რა წესი იყო... ასეა თუ ისე აღმოჩნდა რომ მაინც ჩამსვეს შავ სიაში მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ თვენახევრის მერე შემთხვევვით გავიგე. მერე ვცადე ჯერ რუსთავის ფილიალში გამერკვია ყველაფერი, ჩაერია მმართველიც, მაგრამ უარი უტXრეს, მერე ფაცებოოკზე მივცერე თიბისის და დამირეკეს ჩვენ მოვუსმინეთო თქვენს საუბრებს და წერილი გავამზადეთო ბუცხრიკიძის სახელზე იქანება მოხერხდეს გაუქმება. მაგრამ ალბათ ისევ ჩათვალეს რომ არ იყო საჭირო, მერე ეროვნულსაც დავურეკე, მანდ შეამოწმეს და მითხრეს რომ ბანკს გადაცდომა არა აქვს რადგანაც მის მიერ გამოწერილი წერილი 17 თარიღდება და ამ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ სასამართლოში ჩივილი. მაგრამ ამდენი რკვევა-გამორკვევით დავირალე და თავი დამანებე, თან მეუბნებოდნენ რომ სესხზე პრობლემა არ შეგექმნებაო. მაგრამ ახლა რომ დამჭირდა აღმოჩნდა რომ არც ისე ადვილადაა საქმე ჯერ უნდა გამეუქმეიბნა ის საკრედიტო ბარათი რაზეც პრობლემაა... მოკლედ მაინტერესებს, აქვს თუ არა აზრი ჩვივილს ამ შემთხვევაში როცა უკვე 1 წელია გასული...და საერთოდ აქვს თუ არა აზრი ჩივილს ამ შემთხვევაში...ვალდებულია თუ არა ბანკი შეატყობინოს კლიენტს შავ სიაში მოხვედრის შესახებ, იმიტომ რომ სმს სერვისზე მითხრეს ეს მხოლოდ ჩვენი კეთილი ნება არისო relic theverh | |
 |
|
 |
|
| ვცდილობთ გავერკვეთ საკითხში. საქართველოს კანონმდებლობა რამდენიმე ურთირთწინააღმდეგობრივ ნორმას შეიცავს ამ მხრივ. იურისტი მუშაობს და შედეგს მოგწერთ | |
|
|
 |
|
 |
|
|