ხშირად დასმული კითხვები

ვისთვისაა ეს საიტი?

ეს საიტი არის ისეთი მომხმარებლებისთვის, ვისაც უნდა:

სხვაგან ხომ არ მოხვდით?

ეს ვებსაიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას.

ჩვენ არ ვართ სამთავრობო უწყება ან მაკონტროლებელი ორგანო. 

ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს რამე ვუბრძანოთ, ან ვაიძულოთ, ან დავსაჯოთ.

ჩვენ გვაქვს იგივე უფლებები, რაც თითოეულ თქვენგანს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

ჩვენი მიზანია უბრალოდ აგიხსნათ თქვენი უფლებები და შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ მათ დაცვაში.

რას გთავაზობთ?

ამ საიტზე ჩვენ შევეცადეთ დეტალურად განგვემარტა მომხმარებლის უფლებები და ამ უფლებების დაცვის გზები და შესაძლებლობები. ყოველი განმარტების შემდეგ დატოვებულია ადგილი თქვენი კომენტარისთვის, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ, თუკი რაიმე ვერ გაიგეთ, ან მოითხოვოთ დამატებითი ახსნა-განმარტება. ჩვენ შევეცდებით ყველა ასეთ კომენტარს ვუპასუხოთ.

გარდა ამისა, ჩვენ ვუპასუხებთ ყოველ კომენტარს, სადაც მომხმარებელი აღწერს მისი უფლებების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევას. ჩვენ მას განვუმარტავთ, თუ რა უფლებები დაირღვა და ვურჩევთ, როგორ მოიქცეს.

ჩვენ გთავაზობთ შეჯამებულ ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული დარღვევების შესახებ. ეს იმისთვის კეთდება, რომ თქვენ იცოდეთ, გაფრთხილდეთ და აღარ მოტყუვდეთ. კარგი იქნება, თუ თქვენც გაუზიარებთ თქვენს დადებით, ან უარყოფით გამოცდილებას სხვებს. ეს მათ დაეხმარება, რომ არ მოტყუვდნენ.

რატომ უნდა დავწერო რა გადამხდა?

თქვენი გამოცდილების დეტალურად აღწერას რამდენიმე მიზანი აქვს:

inga   19:12:10 2019-06-24  უპასუხე   
გამარჯობა,წინა თვეში 300 ლარი მომივიდა წყლის გადასახადი,გავასაჩივრე წყალკანალში არ დამიკმაყოფილეს განცხადება და გადავიხადე რო დენიც არ ჩაეჭრათ,შეამოწმეს და წვეთავს ოდნავ წყალი და მაგას დააბრალეს,ზუსტად ვიცი ეგრე მანამდეც წვეთავდა და მაგ თანხის დაწერა შეუძლებელია.ამ თვეში იგივე განმეორდა ისევ დიდი თანხა დამირიცხეს,ვერავინ პასუხს ვერ მცემს რა გავაკეთო როდემდე ვიხადო არასებული დავალიანება,უსამართლობაა
თამარ, CSRDG   11:32:07 2019-06-25  უპასუხე   
ინგა მიმართეთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს. მათი ნომერია 0322 420190
inga   12:23:13 2019-06-26  უპასუხე   
მადლობა მაგრამ არ მპასუხობენ,35წუთი ველოდე მაგრამ მაინც
თამარ, CSRDG   17:59:14 2019-06-26  უპასუხე   
ინგა 16 216, ესაა მათი ცხელი ხაზი ეს საიტი სადაც შეგიძლიათ მისწეროთ განცხადება