როგორი დენი უნდა მოგვეწოდებოდეს?

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ჩვენთვის მოწოდებული ელექტროენერგია შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ნორმებს და სტანდერტებს[CIT=''გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის სიხშირე, ძაბვა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელმწიფო სტანდარტებს'', ''ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესები'', მუხლი 7, პუნქტი 1.](*)[/CIT]. ჩვენს მიერ გაიგზავნა მოთხოვნა ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ელექტროენერგეტიკის სფეროში დღეს მოქმედი ნორმების და სახელმწიფო სტანდარტების სრული ჩამონათვალის მოთხოვნით. პასუხი არ მოვიდა. გავგზავნეთ მოთხოვნა ხელახლა. როგორც იქნა, პასუხი მოვიდა, სადაც განგვიმარტეს, რომ მომხმარებლისადმი მისაწოდებელი ელექტროენერგიის მახასიათებლების სახელმწიფო სტანდარტების დადგენა სტანდარტიზაციის სააგენტოს კომპეტენციაა და იმათ მიმართეთო. მივმართეთ. სააგენტომ გვიპასუხა, რომ ელექტროენერგიის ხარისხი და მისი გაზომვის საშუალებები არა ეროვნული, არამედ სახელმწიფოთაშორისი სტანდარტით დგინდება და ეს სტანდარტებიც მოგვაწოდა:

LAVRENTI   08:59:52 2015-04-19  უპასუხე   
17 სექტემბერს გაითიშა დენი რამოდენიმე საათით.როცა მოვიდა დააზიანა გათბობის ქვაბი ბოშის პლატა.რისი გაკეთებაც დამიჯდა 70 ლარი.მე როგორც მომხმარებელი დავზარალდი.ვის მოვთხოვო ზარალის ანაზღაურება ამ ქვეყანაში??

Lika   18:25:11 2009-11-30  უპასუხე   
სოფელში ისეთ დენს გვაწვდიან, ნათურა ძლივს ბჟუტავს. რა ნორმებზეა საუბარი