ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
სურსათის უვნებლობის კონტროლისათვის საჭირო კადრები
სურსათის ჰიგიენა,

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) წარმომადგენლებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მათი კადრები არ არის საკმარისი ბიზნესოპერატორების უფრო ინტენსიური კონტროლისათვის, რომ ინსპექტორების ხელფასები საკმაოდ დაბალია და კვალიფიციური კადრების მოზიდვას არ უწყობს ხელს. ჩვენ გადავწყვიტეთ მეტი ინფორმაცია მიგვეღო ამ საკითხზე, შეგვედარებინა სეს-ში არსებული მდგომარეობა საქართველოში მოქმედ სხვა მაკონტროლებელ დაწესებულებებთან და სხვა ქვეყნების სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელ სტრუქტურებთან.

მართალია, სრულყოფილი კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ შეკრებილი ინფორმაცია გარკვეული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას მაინც იძლევა.

ზოგადი მონაცემები იხილეთ ქვემოთა ცხრილში.

უწყებები სეს       შემოსავლების სამსახური ტექსა ლატვიის სურს. უვნებლობა ესტონეთის სურსათის უვნებლობა
გასაკონტროლებელ პირთა რაოდენობა 2019 წ.: 45 200

2018 წ.: 41 000

2017 წ.: 21 200
2019 წ.: 435 927
2017 წ.: 397 262
2019 წ.: 5 086
2017 წ.: 4 003
2019 წ.: 30 275 2019 წ.: 31 153
გაკონტროლებულ პირთა რაოდენობა 2018 წ.: 14 000 (34%)

2017 წ.: 11 000 (51%)
2017 წ.-2019 წ.: 386 593 (88.7% 2019 წ.-თან მიმართებით) 2018 წ.: 718
2017 წ.: 120 (3%)
-------- --------
თანამშრომელთა რაოდენობა 2019 წ.: 99 2019 წ.: 432 2019 წ.: 12 2019 წ.: 234 2019 წ.: 279
გასაკონტროლებელი პირები თითო თანამშრომელზე 2019 წ.: 456.6 2019 წ.: 1 009 2019 წ.: 423.9 2019 წ.: 129.4 2019 წ.: 111.7
სამსახური დატოვა

2017-2019 წწ.:

4 პირი

2017-2019 წწ.: 41 პირი 2017-2019 წწ.: 4 პირი -------- --------
ვაკანტური ადგილები 2019 წ.: 3
2018 წ.: 5
2017 წ.: 8
2019 წ.: 8
2018 წ.: 55
2017 წ.: 9
2019 წ.: 2
2018 წ.: 1
2017 წ.: 4
-------- --------
თანამშრომელთა ანაზღაურება 2019 წ.: 900-1400 ლ 2019 წ.: 1400-2200 ლ 2019 წ.: 1600-2500 ლ -------- --------

როგორც ვხედავთ, ბოლო წლების მანძილზე იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ექვემდებარებიან სეს-ის, შემოსავლების სამსახურისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინდუსტრიულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს კონტროლს. ყველაზე მეტად სურსათის ბიზნესოპერატორთა რაოდენობაა გაზრდილი - 113%-ით 2017-დან 2019 წლამდე. 2020 წლიდან სურსათის ბიზნესოპერატორთა რაოდენობა კიდევ საგრძნობლად უნდა გაიზარდოს, ვინაიდან ამ დროიდან კანონი სფეროში მომუშავე ფიზიკურ პირებსაც ავალდებულებს ბიზნესოპერატორებად დარეგისტრირდნენ.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა იმ სურსათის ბიზნესოპერატორთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა კონტროლიც სეს-მა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ციფრებში გაკონტროლებულ ბიზნესოპერატორთა რაოდენობა 3 ათასით გაიზარდა, პროცენტული მაჩვენებელი რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებთან მიმართებაში 17%-ით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2017 წელს, ანუ 2017 წელს რეგისტრირებული ბიზნესოპერაორების 51% შემოწმდა, ხოლო 2018 წელს - 34%. კონრტოლის ეფექტიანობაზე მხოლოდ კონტროლის მასშტაბებით ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ ცხადია, რომ მასშტაბი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის შესაფასებლად. რაც უფრო მეტი ბიზნესოპერატორი შემოწმდება წელიწადში, მით უკეთესია.

2019 წლის ივნისისათვის სეს-ში 99 ინსპექტორი მუშაობდა, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელი იყო ბიზნესოპერატორების კონტროლზე. ამგვარად, პირობითად, თითო ინსპექტორზე წელიწადში 456.6 გასაკონტროლებელი ბიზნესოპერატორი მოდიოდა. ამ მხრივ, გაცილებით უფრო მეტი გასაკონტროლებელი პირი (1009) მოდიოდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ანალოგიური პროფილის თანამშრომლებზე, ხოლო ტესქას ინდუსტრიულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს შესაბამისი პროფილის თანამშრომლებზე უფრო მცირე რაოდენობა (423.9). უფრო საინტერესოა სეს-ის შედარება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებელი სხვა ქვეყნების სტრუქტურებთან, კერძოდ, ლატვიისა და ესტონეთის შესაბამის ორგანოებთან შედარებით, სეს-ში გაცილებით მცირეა ინსპექტორთა რიცხვი, გასაკონტროლებელ ბიზნესოპერატორებთან მიმართებაში. 2019 წელს ლატვიაში თითო ასეთ თანამშრომელზე 129.4 ბიზნესოპერატორი მოდიოდა, ხოლო ესტონეთში კიდევ უფრო ცოტა - 111.7 ბიზნესოპერატორი, ანუ ორივე ქვეყანაში დაახლოებით 3.5-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე საქართველოში.

ჩვენს მიერ შესწავლილ საქართველოს მაკონტროლებელ ორგანოებში ბოლო წლების მანძილზე კადრების დიდი გადინება, ან დეფიციტი არ აღინიშნება. თუმცა, საყურადღებოა, რომ ყველაზე დაბალი ხელფასები სეს-შია. თუკი ამ უკანასნელში, კონტროლზე პასუხისმგებელი პირის მინიმალური ხელფასი 900 ლარია, უმაღლესი კი - 1400 ლარი, შემოსავლების სამსახურში იმავე პროფილის თანამშრომლებს შორის 1400 ლარი მინიმალური ხელფასია, მაქსიმალური კი - 2200 ლარი. ტექსა-ში კი ანალოგიურ თანამდებობებზე ხელფასი 1600 ლარიდან იწყება და 1900 ლარს აღწევს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელფასებს შორის ასეთი სხვაობა ამ სტრუქტურებში განსხვავებული კვალიფიკაციის საჭიროებიდან გამომდინარეა დასაბუთებული. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელფასებს შორის 700-800-ლარიანი სხვაობები საკმაოდ დიდია. ზოგადად, სეს-შიც ინსპექტორის თანამდებობაზე უმაღლესი განათლებაა მოთხოვნილი, ისევე როგორც ანალოგიურ თანამდებობებზე დანარჩენ ორ უწყებაში. კორუფციის რისკებს რაც შეეხება, ვერ ვიტყვით, რომ სეს-ში კორუფციის რისკები უფრო დაბალია, ვიდრე სხვა მაკონტროლებელ დაწესებულებებში.

საყურადღებოა ისიც, რომ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების კვლადაკვალ სურსათის ბიზნესოპერატორებისადმი ყოველწლიურად ახალ-ახალი მოთხოვნები შედის ძალაში, შესაბამისად, ამ მოთხოვნების შესრულების კონტროლიც რთულდება.

ძირითადი დასკვნები

1. სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს) ბიზნესოპერატორების კონტროლზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა ხელფასები გაცილებით მცირეა, ვიდრე ანალოგიური პასუხისმგებლობის მქონე სხვა მაკონტროლებელ უწყებებში, როგორებიცაა შემოსავლების სამსახური (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი) და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (ინდუსტრიულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველო). კორუფციის რისკები სეს-შიც დიდია, ისევე, როგორც სხვა უწყებებში. უმაღლესი განათლება სეს-ის შესაბამის თანამშრომლებს ისევე მოეთხოვებათ, როგორც სხვა მაკონტროლებელი უწყებების თანამშრომლებს, ხოლო კონტროლისადმი წაყენებული მოთხოვნები სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, წლიდან წლამდე რთულდება.
2. აღმოსავლეთ ევროპის ისეთ სახელმწიფოებთან შედარებით, როგორებიცაა ლატვია და ესტონეთი, საქართველოში გაცილებით მცირეა სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელ ინსპექტორთა რიცხვი, გასაკონტროლებელ ბიზნესოპერატორებთან მიმართებაში. სურსათის უვნებლობის კონტროლის ეფექტიანობისათვის, ეს შემაფერხებელი ფაქტორია, რომელიც კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს 2020 წლიდან, როცა კანონი სურსათის სფეროში მომუშავე ფიზიკურ პირებსაც ავალდებულებს ბიზნესოპერატორებად დარეგისტრირდნენ.

რეკომენდაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

განხილულ იქნას სურსათის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული ინსპექტორების ხელფასებისა და მათი რაოდენობის ზრდის შესაძლებლობა.
 




print version
15:47:26 2019-09-17

კომენტარის დამატება

ნინო   23:07:28 2019-09-22  უპასუხე   
და ხელფასი რამდენი აქთ ბიზნესოპერატორებს. თუ სწორეტ მიხდი სასურსათო მაღაზიებში რომ ვვადებს ამოწმებენ მათ ქიათ ბიზნესოპეატორები, თქენი პიობები მატყობინეტ ტუ შეიძლება
ვაკანსიასთან დაკავშირებით.
ვახტანგ, CSRDG   09:20:42 2019-09-23  უპასუხე   
ეს არ არის ვაკანსიის შესახებ განცხადება.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge