ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
საინფორმაციო შეხვედრები „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“, 2 აგვისტო 2019 წ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
ბეჭდური პუბლიკაციები
ეტიკეტირების ახალი წესები
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი" 18-19 ივლისი, 2019 წ.
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“

სულ ნიუსები: 21
ტანსაცმლის შემოწმება აზოსაღებავებზე
პროდუქციის ხარისხი,

2019 წლის აპრილში თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ 20 სხვადასხვა ფირმის მაისურები, პერანგები და გავაგზავნეთ ესპანეთის ლაბორატორიაში აზოსაღებავების შემცველობის დასადგენად. საქართველოში სამწუხაროდ ლაბორატორიებს არა აქვთ აკრედიტაცია ასეთი ტიპის კვლევების განსახორციელებლად.

აზოსაღებავები ფართოდ გამოიყენება ქსოვილებისა და ტყავის შესაღებად. კანთან ხანგრძლივი შეხების დროს ისინი ხელს უწყობენ სიმსივნის წარმოშობას, უჯრედების გადაგვარებასა და ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციების დაქვეითებას. 

ევროკავშირში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სამომხმარებლო საქონლის წარმოებაში აზოსაღებავების გამოყენება ნორმირდება. თუმცა, საქართველოში სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტურ უმრავლესობასთან, მათ შორის, ტანსაცმელთან მიმართებაში, უსაფრთხოების მოთხოვნები კანონმდებლობით არ არის დადგენილი. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებისაგან განსხვავებით, არც სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყება არსებობს, რომელიც ასეთ საქონელს შეამოწმებს. 

საბედნიეროდ, მაისურების შემოწმებული ნიმუშები აზოსაღებავებთან მიმართებაში ევროკავშირში დაწესებული ნორმების ფარგლებში აღმოჩნდა.

შემოწმებული მაისურების სია:

ნიმუშის N ფოტო წარმოების/მწარმოებელი ფირმის ქვეყანა მწარმოებელი და/ან მოდელი (ეტიკეტის მიხედვით) ანალიზის შედეგი
1 საქართველო გარდერობი <5მგ/კგ
2 ჩინეთი Forever 21 <5მგ/კგ
3
ჩინეთი  PDI Basics <5მგ/კგ
4 თურქეთი Donella <5მგ/კგ
5 თურქეთი FSM 1453 <5მგ/კგ
6 ჩინეთი Yi Die (ZengZeng), Guangzhoa Clothing Co. Ltd <5მგ/კგ
7 თურქეთი Kiki Life  <5მგ/კგ
8 თურქეთი Colin's <5მგ/კგ
9 თურქეთი Tuana Vogue <5მგ/კგ
10    --- KIKO Milano <5მგ/კგ
11 თურქეთი Zechka <5მგ/კგ
12 თურქეთი White Sea <5მგ/კგ
13 თურქეთი Atmosphere <5მგ/კგ
14 თურქეთი Peacocks <5მგ/კგ
15 თურქეთი LC Waikiki <5მგ/კგ
16 თურქეთი KOTON <5მგ/კგ
17 --- Lan Gui Fang, Meizite <5მგ/კგ
18 ბანგლადეში FEBI <5მგ/კგ
19 პერუ Life Is Good <5მგ/კგ
20 ინდოეთი TEX <5მგ/კგ

აღნიშნული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტი ქართველ მომხმარებლებს“. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლის ლაბორატორიული შემოწმება და შედეგების გასაჯაროება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




print version
14:17:12 2019-05-01

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge