ბოლო ცვლილებები

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
სტანდარტი თუ გოსტი?
სტანდარტი, კანონმდებლობა, წესები,

საბჭოთა კავშირში მოქმედებდა ერთიანი სახელმწიფო სტანდარტები („გოსტები“), რომელთა დაცვა სავალდებულო იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი წარმოებული პროდუქტი ამ პროდუქტისთვის დადგენილი „გოსტის“ შესაბამისი უნდა ყოფილიყო. იმისთვის, რომ პროდუქცია უკიდურესად ერთგვაროვანი არ გამოსულიყო, „გოსტებში“ არსებობდა სავალდებულო ნაწილი, რომლის დაცვა ყველა შემთხვევაში აუცილებელი იყო და არასავალდებულო ნაწილი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა.

დამოუკიდებელ საქართველოში 90-იან წლებში „გოსტების“ დიდი ნაწილი ძალაში დარჩა, როგორც გამოყენებისთვის დაშვებული ტექნიკური დოკუმენტაცია. პარალელურად დაიწყო საქართველოს სტანდარტების შემუშავებაც (რომლებიც უმეტესწილად ქართულად ნათარგმნ „გოსტებს“ წარმოადგენდნენ). თუმცა, სტანდარტების სავალდებულო ძალა თანდათან შერბილდა - სტანდარტთან შესაბამისობა მხოლოდ გარკვეული ტიპის პროდუქციას მოეთხოვებოდა (არსებობდა ასეთი პროდუქციის ჩამონათვალი). 2005 წლიდან კი ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ საქართველოში სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. თუმცა, ამავე დროს შემოღებულ იქნა სხვა დოკუმენტები, ე.წ. „ტექნიკური რეგლამენტები“, რომელთა დაცვა სავალდებულოა.




print version
16:38:06 2018-11-02

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge