ბოლო ცვლილებები

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
შვრიის ფანტელი HAHNE
ეტიკეტი, ბურღულეული,

2018 წლის 19 ოქტომბერს, მომხმარებელმა გვაცნობა, რომ მის მიერ თბილისში, მაღაზია „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთ ფილიალში  (ნუცუბიძის ქ., კორპ. 221) შეძენილ ფირმა ჰანეს (HAHNE) შვრიის ფანტელში აღმოჩნდა მატლები.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, იმავე დღეს მითითებულ მაღაზიაში  შევიძინეთ  შვრიის ფანტელის ორი ნიმუში. ჩვენს მიერ შეძენილ ნიმუშებში მატლები არ აღმოჩნდა. თუმცა, პროდუქტების ეტიკეტებზე გამოშვების თარიღი არ არის დატანილი. ამავე დროს, დამაბნეველია რუსულენოვანი ეტიკეტებიც, სადაც პროდუქტების ვარგისიანობის ვადად გამოშვებიდან 13 თვეა  მითითებული.

   

ვთვლით, რომ აღნიშნული პროდუქტის გაყიდვით ირღვევა სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები. გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

-----------

7 ნოემბერს მივიღეთ პასუხი სურსათის ეროვნული სააგენტოდან (სეს), რომლის მიხედვითაც, სეს-მა 23 ოქტომბერს შეამოწმა მაღაზია, ხოლო 6 ნოემბერს პროდუქტის დისტრიბუტორი კომპანია შპს ლორგო. შემოწმების შედეგად შენახვის პირობების ან ეტიკეტირების წესების დარღვევა არ გამოვლენილა. თუმცა, შპს ლორგოში სეს-მა  ხუთი არაკრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინა. მეწარმეს მიეცა მითითებები და გონივრული ვადა მათ შესასრულებლად.




print version
11:00:35 2018-10-22

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge