ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
შაქრის ეტიკეტი
ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
შპს ბოკოლასა და ი/მ გიორგი ლონდარიძის პელმენების შემოწმება
პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი
ინფორმაცია სამომხმარებლო პროდუქციის შესახებ
სემინარები თელავსა და ლაგოდეხში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
გაყინული ხინკალი შპს „კამადან“

სულ ნიუსები: 21
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
პროდუქციის ხარისხი, ეტიკეტი, ნაკლიანი პროდუქტი,

ვაგრძელებთ სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების გამოთხოვასა და გამოქვეყნებას. ამჯერად გამოვითხოვეთ 2018 წლის პირველი კვარტლის შემოწმების შედეგები. სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სეს-იდან გამოთხოვილი მონაცემები სრულყოფილი არ არის. ამჯერად ვაქვეყნებთ იმ მეწარმეების სიას, რომლებიც აგროქიმიკატებისა და პესტიციდების რეალიზაციის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, ასევე, ვეტერინარული პრეპარატებისა და ვეტაფთიაქების შემოწმების შედეგებს.

ვეტპრეპარატების მომხმარებლების საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად,  უვარგისად იქნა მიჩნეული ვეტპრეპარატი „ალბენდაზოლ 600“, მწარმოებელი „დავათი“, საქართველო.

სეს-ის 2018 წლის პირველი კვარტლის კონტროლის დამატებით შედეგებს მათი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ. 

-----------

მონაცემების განმეორებითი გამოთხოვის შემდეგ, ინფორმაციის ძირითადი ნაწილი მივიღეთ და ვაქვეყნებთ მომხმარებლებისათვის საინტერესო მასალას:

- სეს-ის პასუხი (მათ შორის, სურსათის ლაბორატორიული კვლევების შედეგები).

- ინსპექტირებული საწარმოები.

- დოკუმენტურად შემოწმებული საწარმოები.

- საწარმოები, რომელთა ზედამხედველობა განხორციელდა.

- საწარმოების ზედამხედველობის შედეგები.

- დაჯარიმებული საწარმოები.

ჯერ კიდევ არ მიგვიღია 

1.       სურსათის იმ ნიმუშების სია, რომელთა შემოწმების შედეგადაც დარღვევები არ გამოვლენილა.

2.       საიდენტიფიკაციო მონაცემები ყველის იმ 2 ნიმუშისა, რომლებშიც რძის ფხვნილი აღმოჩნდა.

დაზუსტდა უვარგისად მიჩნეული ვეტპრეპარატის „ალბენდაზოლ 600“-ის (მწარმოებელი „დავათი“, საქართველო) საიდენტიფიკაციო მონაცემები -- ბოლუსი N50,  სერიის N 53111506, ვარგისიანობის ვადა 11.2018.

ამავე დროს, ჯერ კიდევ გაურკვეველია ამ პრეპარატის ბაზრიდან გამოთხოვის შემდეგ, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარტიის შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებით? მოხდა თუ არა იმ მიზეზების დადგენა, რის გამოც ეს პროდუქტი უვარგისად იქნა მიჩნეული?

დარჩენილ ინფორმაციას დამატებით გამოვითხოვთ და გამოვაქვეყნებთ.

და ბოლოს, როგორც სეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით, სეს-მა არ უზრუნველყო უვარგისად მიჩნეული ვეტპრეპარატის „ალბენდაზოლ 600“-ის მომხმარებლისგან გამოთხოვა და პროდუქტის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილება.

-----------

მონაცემების დამატებითი გამოთხოვის შემდეგ (წერილი 07.05.18 და 08.05.18), სეს-იდან მორიგი პასუხი და მონაცემების კიდევ ერთი ნაწილი მივიღეთ -- სეს-ის მიერ ინსპექტირებული საწარმოების სია, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. კანონის შესაბამისად, აღნიშნული საწარმოები დაჯარიმდნენ 1000 ლარით და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. დღეისათვის მათ საწარმოო პროცესი აღდგენილი აქვთ.

დანარჩენ მონაცემებს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

-----------

22.05.18-ში სეს-იდან კიდევ ერთი პასუხი და დამატებითი ინფორმაციის ნაწილი მივიღეთ.

პასუხში დასახელებულია ყველის ის ნიმუშები, რომლებიც კანონდარღვევით რძის ფხვნილის გამოყენებით დამზადებული აღმოჩნდა, ესენია 

  1.  შპს "სანტას" (წალკის რაიონი სოფელი სანტა) წარმოებული ყველი, რომლის ნიმუში აღებულია სს "გუდვილში" (თბილისი, ფარნავაზ მეფის 1).
  2. ლევონ აგაიანის (ნინოწმინდის რაიონი) ყველი (დისტრიბუტორი ი/მ ლევან აბაშიძე), რომლის ნიმუში აღებულია შპს „ნიკორა ტრეიდში“ (თბილისი, ც. დადიანის 34, კორპ 4-4ა).

ასევე, აღწერილია სეს-ის რეაგირება უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის ალბენდაზოლ 600-ის აღმოჩენის შემდეგ. ლაბორატორიული ოქმი, რომლის საფუძველზეც პრეპარატი უვარგისად იქნა მიჩნეული 30.03.18-ითაა დათარიღებული, ხოლო  სეს-ის წერილი პრეპარატის მწარმოებელი ფირმის სახელზე პრეპარატის მიმოქცევიდან ამოღება/გამოთხოვის შესახებ -- 19.04.18-ით. სეს-ის ჩვენთვის გამოგზავნილ პასუხში ისიცაა მითითებული, რომ ბიზნესოპერატორის ინფორმაციით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს პრეპარატ „ალბენდაზოლ 600“-ის სავაჭრო ქსელიდან ამოღების პროცესი მისი შემდგომი განადგურების მიზნით.

ამგვარად, სეს-ის რეაგირება აღნიშნული პრეპარატის მიმოქცევიდან ამოღების თაობაზე დაგვიანებული იყო.

გარდა ამისა, სეს-მა მოგვაწოდა მის მიერ ტყვიის შემცველობაზე შემოწმებული სასმელი წყლის ნიმუშების სია (დარღვევა არ გამოვლენილა) და ხორცპროდუქტების სია, რომლებშიც ცხენისა და ვირის ხორცის შემცველობა აღმოჩნდა (თუმცა ეს მონაცემები სეს-ს ადრეც ჰქონდა გამოქვეყნებული).

სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ამჯერად მივიღეთ ჩვენს მიერ გამოთხოვილი სრული ინფორმაცია. ამიტომ, იძულებული ვართ სეს-ს კონტროლის იანვარ-მარტის შედეგების თაობაზე უკვე მე-5 წერილით მივმართოთ

-----------

2018 წლის 7 ივნისს სეს-ის მორიგი პასუხი და მონაცემების კიდევ ერთი ნაწილი მივიღეთ, ესენია:

სამწუხაროდ, ჩვენ ამჯერადაც ვერ მივიღეთ ჩვენს მიერ გამოთხოვილი სრული ინფორმაცია. კერძოდ, არ მიგვიღია თბილისში ინსპექტირებული საწარმოების სია, სადაც არაკრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ამიტომ, იძულებული ვართ სეს-ს კონტროლის იანვარ-მარტის შედეგების თაობაზე უკვე მე-6 წერილით მივმართოთ. 

-----------

ბოლოს და ბოლოს 8 ივნისს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ თბილისში ინსპექტირებული საწარმოების სია, სადაც არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა. ამით ვასრულებთ 2018 წლის პირველ კვარტალში სააგენტოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების გამოქვეყნებას.




print version
10:43:30 2018-04-18

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge