ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
კანონმდებლობა, პროდუქციის ხარისხი,

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

15 მარტს მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ქართველი მომხმარებლები კვლავ დაუცველები ვხვდებით იმ მრავალგვარი საფრთხეებისაგან, რომლებიც თანამედროვე სამყაროში სამომხმარებლო პროდუქტებისაგან მომდინარეობს. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტის გაყიდვაა დაშვებული, თუმცა, პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში არ არის დადგენილი უსაფრთხოების ნორმები და არ მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს ხელისუფლებამ განსაზღვრა პროდუქტების გარკვეული სახეობები, რომლებთან მიმართებაშიც მომავალი წლების მანძილზე სახელმწიფო კონტროლის ეტაპობრივი შემოღებაა დაგეგმილი. ამ მიზნით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლებიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება. თუმცა, ეს ცვლილებები კოდექსის გავრცელების არეალს ზღუდავს მხოლოდ იმ პროდუქტებით, რომელთა მიმართ მოთხოვნები დადგინდება, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით.

ზედამხედველობის გარეშე რჩება ისეთი პროდუქტების უსაფრთხოება, როგორებიცაა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტექსტილი, ავეჯი, პარფიუმერია-კოსმეტიკა, ჰიგიენის საშუალებები, საკანცელარიო საქონელი, სამუშაო ინსტრუმენტები, პიროტექნიკა და სხვა. ამგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ლაბორატორიულად დასტურდება პროდუქტის მავნეობა, რომელზეც ტექნიკური რეგლამენტი არ მოქმედებს, ამ პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან ამოღება ვერ ხერხდება.

საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მიდგომა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას და მომავალი თაობების ჯანსაღ განვითარებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას

· „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მოქმედება არ შეზღუდონ გარკვეული სახის პროდუქტებით და რომელიმე პროდუქცია კანონის ჩარჩოებს მიღმა არ დატოვონ.

· შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, ყველა სახეობის პროდუქტზე სახელმწიფო კონტროლის დასანერგად.

მიმართვას ხელს აწერს 33 ორგანიზაცია:
 

  1. ახალგაზრდული ალტერნატივა“
  2. (ა)იპ „კავკასიური მოზაიკა“
  3. ა(ა)იპ ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის“
  4. ა(ა)იპ „მწვანე კავკასია“
  5. ასოციაცია „გადავარჩინოთ მომავალი თაობა“
  6. ასოციაცია „მერკური“
  7. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“
  8. ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“
  9. ევროპის ფონდი
  10. ენერგოეფექტურობის ფონდი
  11. იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“
  12. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“
  13. მეწარმე ქალთა ფონდი
  14. ოქსფამი
  15. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
  16. რეპატრიანტთა კავშირი
  17. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი
  18. საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
  19. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია
  20. საზოგადოებრივი დამცველი
  21. სათემო ფონდი „ადგილის დედა“
  22. სოფლად თემთა განვითარების სააგენტო
  23. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი
  24. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
  25. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
  26. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  27. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი
  28. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
  29. ფერმერ ქალთა ასოციაცია
  30. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
  31. ფონდი კავკასიის ეკოლოგია
  32. ცენტრი „ემპათია“
  33. ჰარმონიული განვითარების საზოგადოება


მიმართვა გაიგზავნა საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ევროპასთან ინეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან.




print version
10:34:11 2018-03-12

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge